• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის ითვლება კრედიტი ხანდაზმულად და რა უნდა გაითვალისწინოს მსესხებელმა?

ალია ავტორი - ალია
11:21 04-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

როგორია სამართლებრივი გზა, როდესაც გაქვთ სესხი და მის გადახდას ვეღარ ახერხებთ? – ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცმაში „თქვენი დრო“ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატმა და სამართლის დოქტორანტმა, გიორგი ქათამაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, სამართალწარმოება საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მსესხებლების შესაძლებლობებიდან გამომდინარეა გამოწვეული.

გიორგი ქათამაძე: „სესხის ხანდაზმულობასთან შესახებ უნდა ვიცოდეთ ის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას აქვს ხანდაზმულობის ვადა, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სესხის ხანდაზმულობის ვადა არ დგება თავისით და ის სასამართლომ უნდა აღიაროს.

სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკში ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი, რომელ თვეში რა თანხა უნდა იყოს გადახდილი და ამ თანხიდან რომელი მიდის პროცენტზე, ძირზე და ა.შ“.

რაც შეეხება ვადაგადაცილების მოთხოვნის წარმოშობას, გიორგი ქათამაძემ შემდეგ წესზე ისაუბრა:

„როდესაც გრაფიკში მითითებულ თანხას კონკრეტულ თარიღში ზედიზედ ორჯერ ვერ გადაიხდით, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები დაირღვა, შესაბამისად ამ დროს კრედიტორი მიმართავს მიკროსაფინანსო ან საბანკო დაწესებულებას და მიმართავს მსესხებელს გაფრთხილების წერილით, რომლის მიხედვითაც ორკვირიან ვადაში ის მიმდინარე გრაფიკს უნდა დაეწიოს, ამ შემთხვევაში რჩებით სახელშეკრულებო ჭრილში. მაგრამ თუ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, ამ ორი თვისა და ორი კვირის გასვლის შემდეგ ხდება მოთხოვნა და სწორედ ამ მომენტიდან უნდა იყოს გასული 3 წელი, რათა სესხი ხანდაზმულად ჩაითვალოს“.

ქათამაძის თქმით, როდესაც სესხი ხანდაზმულად იქნება მიჩნეული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება აღარ გექნებათ, ეს ნიშნავს, რომ იძულების გზით ვერ მოხდება სესხის გადახდა, თუ თავად კეთილ ნებას არ გამოავლენთ.

ადვოკატმა უცხო კომპანიების მხრიდან მსესხებლებისთვის ხანდაზმული სესხის მოთხოვნაზეც ისაუბრა.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემდეგ ფაქტთან: როდესაც ბანკი თვლის, რომ მაღალი რისკია იმისა, რომ კრედიტი ვერ იქნება უკან დაბრუნებული, ამ დროს ის მოთხოვნის უფლებას ყიდის. არსებობს კომპანიები, რომლებიც პრობლემური აქტივების მართვას ახდენენ და ხშირია, როდესაც ხანდაზმულ სესხებზე მათ მომხმარებლებთან კომუნიკაცია აქვთ და მათ ამისი სრულებით სამართლებლივი უფლება აქვთ“ – განაცხადა გიორგი ქათამაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved