• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ- ნაირა გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:04 04-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

“ქართული ოცნების” რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი „ნეტგაზეთში“ წერილს აქვეყნებს:

„სახელმწიფოს ვერ აუკრძალავ კანონის მიღებას. თუ თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, რატომ უნდა წახვიდე ამის წინააღმდეგ. რატომაც არ უნდა იყოს გამჭვირვალე?

ჩვენ, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, ყველაფერი გამჭვირვალეა ჩვენს გვერდზე, დევს აუდიტის მონაცემები. ჩვენ ეგ არ გვაღელვებს. არც თანამოაზრე ორგანიზაციებს ადარდებს  შემოსული თანხის გამჭვირვალობა.

აქ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სრულიად მიუღებელი არის ის, რომ ყველას ერთნაირად, ერთიანად, წინასწარ აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ჯერ იყო „აგენტი“, პირველ ვარიანტში [2023 წლის მარტში], ახლა ვითომ შეცვალეს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ შემოიღეს, მაგრამ შინაარსი იგივეა.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?

მათ უკან მათი ოჯახები დგას. წარმოიდგინეთ იმ ბავშვებისა თუ ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, რომელთა მშობლებიც სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს! ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ერთჯერადად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. მოქალაქეთა უზარმაზარი მასა  გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ!

აი, ეს არის ყველაზე საგანგაშო. ეს არის ზუსტად საბჭოთა სტილი, რეპრესიების სტილი, როდესაც საზოგადოების დიდ სეგმენტს მტრულ კლასად აცხადებენ და ანადგურებენ. უბრალოდ აცხადებენ: არც გამოძიება, არც სასამართლო, არც არაფერი. მაგალითად,    როგორც მოხდა განკულაკება საბჭოთა დროს.

„კავკასიური სახლი“ ერთ-ერთი უძველესი არასამთავრობო ორგანიზაციაა. არავინ რომ არ წერდა პროექტებს, ჩვენ მაშინ  ვწერდით. ასე რომ, კარგად ვიცნობ არასამთავრობო სექტორს. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა  არასამთავრობო ორგანიზაცია სამშობლოს ინტერესებს ემსახურება, და არც ერთს არ შეიძლება კრიტიკა შეეხოს.  წლების წინ კრიტიკული წერილიც კი მაქვს დაწერილი „ბრწყინვალება და სიღატაკე არასამთავრობო სექტორისა“. მაგრამ კრიტიკა ერთია და მისი ერთიანად მოსპობის სურვილი მეორე.

ამ კანონის მიზანი კი, როგორც ცხადად იკვეთება, საბოლოოდ მთელი არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციაა, რომ ვერავინ ამოიღოს ხმა მთავრობის დესტრუქციულ ქმედებათა წინააღმდეგ.

ამ კანონს ძალიან საეჭვოდ მიება დიდი ჰესებისა და ოფშორული ზონის პრობლემა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაშასადამე, ასევე,  საქართველოში გამეფებული კაპიტალიზმი არის ველური, ყოველგვარი წესების, ყოველი მაღალი იდეის და იდეალის  გარეშე. ის ინიღბება ტრადიციული, ზემატერიალური ფასეულობებით. სინამდვილეში კი მისი უმაღლესი და უსაკრალურესი იდეა, მიზანი და საზრისი  არის მოგება. სულ ერთია რა გზით: ნარკოტიკებით, კაზინოებით, კრიპტოვალუტით, ფულის ჩარეცხვით,  ქალაქების ჩაბეტონებით, თუ ჩვენი უნიკალური ბუნების, სასიცოცხლო სივრცის  გამანადგურებელი გიგანტური ჰესებით.

როგორ მინდა მთელ ახალგაზრდობას გავაგებინო, რომ ეს დიდი ჰესები ისე უწყინარნი არ არიან, როგორც მათ შეაგონებს კაპიტალიზმის სამსახურში ჩამდგარი ხელისუფლება. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული უზარმაზარი ფინანსური კლანები არიან ამის შემოქმედები. და ისინი თავიანთ უპირველეს მტრებად ბუნების დამცველებს, ეკოლოგებს მიიჩნევენ. მათ სძულთ სიტყვა ეკოლოგია, დასცინიან მას და აბუჩად იგდებენ.

მე მგონი, ეს კანონი პირველ რიგში სწორედ ბუნების დამცველ ორგანიზაციებს დაარტყამს.  ჯერ კიდევ როდის გამოაცხადა ჩვენმა მთავრობამ, რომელმაც მთელი რიონის ხეობა ასი წლით თურქულ კომპანიას აჩუქა,  „რიონის ხეობის მცველები“ და   „მწვანე ალტერნატივა“, ეს შესანიშნავი ადამიანები, ნამდვილი პროფესიონალები  უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალად. ყოველგვარ შემოქმედებითობას მოკლებული, ჩვენებური  მტაცებლურ-პარაზიტული კაპიტალიზმი ცდილობს,  ბუნების უზომო, უგუნური  ექსპლუატაციით აკეთოს ფული და ჩვენ ახალ-ახალ ეკოლოგიურ კატასტროფებს გვიმზადებს. რამდენი ხანია, რუსეთიდან გაიქცა ყველა გარემოსდამცველი.

„კავკასიური სახლი“ შეეცადა  და ახლაც ცდილობს, მოიწვიოს  საზოგადოების წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის გარშემო ამ კანონზე სასაუბროდ – კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. რათა ორივე მხარის არგუმენტებმა ერთად მოიყაროს თავი.

კანონის მოწინააღმდეგეები გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის, მომხრეებიდან კი დღემდე ერთიც ვერ დავითანხმეთ. თან გაუთავებლად იმეორებენ მანტრასავით, არგუმენტები არა გაქვთო. ეს იმიტომ, რომ დიალოგი არ შედის მათ ინტერესებში. მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თვით სამოქალაქო დაპირისპირებად და სისხლისღვრადაც კი, ეს კანონი უნდა მიიღონ. ეს კი თავზარდამცემია და რაღაც კიდევ უფრო დიდ უბედურებას მალავს. ასე რომ არ იყოს,  დიალოგის შეთავაზება გაუხარდებოდათ.

მთელი ჩემი არსებით მოვუწოდებ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ხალხს და ასევე ახალგაზრდებს, არ წამოეგონ ანკესზე, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ, ერთი ნატანჯი ხალხი. ჩვენ შეგვახლიან ერთმანეთს და თვითონ მოგებას ნახავენ. ასე იყო აქამდე.“

თეგები: ნაირა გელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved