ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხალხის თავდადება კარგად მესმის, რადგან პროტესტის შინაარსია, არ დავუშვათ მრავალი თაობის ქართველების იმედის ღალატი და ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილება. ამ მიზნის მისაღწევად თავდადება არც ახალია, არც მოულოდნელი.
მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალებას ეხება, რატომ მიდის თავისთვის და სხვებისთვის სასიცოცხლო რისკზე? აპირებენ, რომ გამჭვირვალებას შესწირონ საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლე და კეთილდღეობა? სულ ცოტა პატივი მაინც ეცით ჩვენს ინტელექტს.“
კომენტარები