• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მუხტის დაგდება არის არჩევნებში წაგების ტოლფასი – ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა” – მარგველაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:44 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი:

შენ უნდა ცხოვრობდე ილუზორულ რეალობაში, რომ გადაწყვიტო, მოძალადემ ერთხელ დაგითმო და სავლედან გახდა პავლე, ეს აბსურდია. მე მინდა, რომ ასე იყოს, მოხდეს მეტამორფოზი და ქართული ოცნების კომკავშირული აქტივი უცებ გახდეს ჯეფერსონის და ვაშინგტონის შთამომავალი, თუმცა ხომ არ ვიქნები რეალისტური, ამას რომ ველოდე. შესაბამისად, მე ამას ველოდი, მე არ ველოდი, რომ მუხტს ასე აქტიურად დააგდებდნენ და ეს ყველაფერი გადავიდოდა მშვიდ რეალობაში, მაშინ, როცა ასე კარგად იყო აწეული.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მუხტის დაგდება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნებში წაგების ტოლფასი. შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე თამამად დამესხნენ თავს, ახლა რას ლაპარაკობ, ახლა დიალოგის დროაო, რომ გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს, ყველაზე არ ვსაუბრობ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამ მუხტის დაგდების ტენდენცია წავა, არჩევნებზე ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა.

ფაქტობრივად, მოსკოვური იდეოლოგიით, რუსული კალკით იმართება როგორც მედია, ისე პროპაგანდა. ჰარმონიზაციის ეტაპზე ვართ შესული, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციასთან – მთავარია ამის გააზრება და ამისთვის თვალის გასწორება. ჩვენ ვართ ეროვნული მოძრაობის ეტაპზე იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული მისია, ვიყოთ ევროპის და ცივილიზებულ ერთა ნაწილი და რაღაცნაირად მოვშორდეთ რუსულ ორბიტას. ჩვენ ვართ არა 33 წლის წინ, არამედ 35 წლის წინ, ვართ იმ ეტაპზე, როცა ქართული საზოგადოება იყო შეკრული და გაერთიანებული.

თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა თავისუფალ საზოგადოებაში არასდროს ჩერდება, იმიტომ რომ როგორც კი ამ გზიდან ცოტათი მაინც გადაუხვევ, იმ წუთას რჩებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, გახდნენ ტირანები. რაც არ უნდა მცდელობა იყოს, რომ ამ ტალღას, რომელიც დღეს ასე წარმატებულად დაიწყო და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ქართული საზოგადოების სულისკვეთებით, ვერ მოხდება მისი კიდევ ერთხელ დამშვიდება, კიდევ საკომიტეტო მოსმენებში შეყვანა, ამ მუხტის დაგდება, რასაც შარშან ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved