• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართული ეკლესიებიდან ნაძარცვი საგანძური ერმიტაჟში გამოფინეს

ალია ავტორი - ალია
18:17 01-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129
ინტერნეტმომხმარებელი დანიელ სავანელი სოციალურ ქსელში მეფის რუსეთის მიერ ქართული ეკლესიებიდან გატანილი ქართული საგანძურის შესახებ წერს:

„რევოლუციამდელი საქართველოდან, რუსეთში გატანილი ქართული საგანძურის და ექსპონატების, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი გამოფენილია ერმიტაჟში. იგი არის იმ აურაცხელი ქონების, ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიტანა საქართველოდან.

რევოლუციამდელი ქართველი მეცნიერის, თეოლოგიის დოქტორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევით და გაანგარიშებით, რუსმა ეგზარხოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ასევე მეცნიერის, ისტორიკოსისა და მკვლევარის, ნიკოლოზ დურნოვოს გამოკვლევით, ჯერ მარტო 1907 წლამდე, რუსეთის მთავრობამ, ეგზარხოსების მეშვეობით ქართველ ერს, მაშინდელი შეფასებით 150 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვა. ნიკოლოზ დურნოვო საბოლოოდ კრემლის ბრძანებით, კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს, 1938 წელს კი, ასევე დახვრიტეს მისი ორი ვაჟი-შვილი.

ერმიტაჟში არსებული ქართული საგანძურის ეს მცირე ნაწილი, წლების მანძილზე ერმიტაჟის სათადარიგო საცავებში ინახებოდა, მხოლოდ 2006 წლიდან მოხდა მათი ოფიციალური გამომზეურება და მუდმივ საექსპოზიციო ექსპონატებად გამოფენა. ვინ იცის, კიდევ ქართული საგანძურის რამდენი ექსპონატი არის ერმიტაჟის საცავებში გადანახული, რომელებიც მიზეზთა გამო, ჯერ კიდევ არ გამოუმზეურებიათ.

ერმიტაჟში დღეისათვის უკვე გამოფენილი, დღემდე შემორჩენილი ქართული საგანძურის ეს ფოტოები, მოწოდებულია და გადაღებულია, სანქტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის დენის ბელეცკის მიერ“, – წერს დანიელ სავანელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved