• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა“ – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 04-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,017
პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 500 მილიონ დოლარად შეიძინა 7 ტონა ოქრო.
ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა.
საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალო ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ.
ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ანთავსებდა თავის რეზერვებს, რასაც სტაბილურად მოჰქონდა შემოსავალი.
ოქრო ამ მხრივ მკვდარი მარაგია ეროვნული ბანკის საცავში. არც ისაა კარგი, რომ მოხდება მისი ჩამოტანა საქართველოში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უცხოეთის საცავებში მისი შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოქროს შენახვის რისკები და ხარისხი უცხოეთის ბანკებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
ოქროს ფასი არის მკვეთრად მერყევი. ფაქტობრივად მისი ყიდვა-გაყიდვა ცალკე ბიზნესია. ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს და როგორც ჩანს არც აპირებს, რადგან ამ დღეებში ჩამოაქვთ რამდენიმე ტონის მოცულობის ოქროს ზოდები. ვაჭრობისთვის რომ უნდოდეთ მისი გამოყენება, უცხოეთში დატოვებდნენ. თუ ბაზრის კონიუნქტურას არ მიჰყვება ეროვნული ბანკი, შეიძლება სერიოზული ზარალი განიცადოს ოქროს მხოლიდ მარაგების სახით დატოვებით.
ზოგადად, საქართველოს მგავსი ქვეყნისათვის, რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები არის მცირე და ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ამ მოცულობის ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი. ეს გადაწყვეტილება სარისკო და პოპულიზმის ელემენტების შემცველია.“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved