• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

”ერდოღანმა ყველაფერი წამართვა” – შუქური წიგნებს ყიდის და “ტაქსაობს”

ალია ავტორი - ალია
18:14 01-22-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ლეგენდარული თურქი ფორვარდი ჰაკან შუქური თურქეთის მთავარობის მმართველ ერდოღანთან დაპირისპირების შემდეგ 2013 წლიდან მოყოლებული აშშ-ში ცხოვრობს.

”გალათასარაის” ლეგენდა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ აშშ-ში Uber-ის მძღოლად მუშაობს და პარალელურად წიგნებს ყიდის. შუქურის თქმით ერდოღანმა მას ფინანსური ანგარიშები გაუყინა და თურქეთის სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა.

შუქურის საფეხბურთო კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა, საკლუბო დონეზე 250-ზე მეტი გოლი გაიტანა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 112 შეხვედრაში 51 გოლი შეაგდო. 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2011 წელს შუქური ერდოღანის პარტიის წევრი გახდა, თუმცა 2013 წელს ერდოღანი და შუქური ერთმანეთს განსხვავებული აზრების გამო დაუპირისპირდნენ, რასაც ყოფილი ფეხბურთელის პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა.

ვეტერანი სპორტსმენი Welt am Sonntag-ს ესაუბრა:”შემდეგ მტრობა დაიწყო. ჩემი მეუღლის მაღაზიაში ქვები ისროლეს, ჩემს შვილებს ქუჩებში აწუხებდნენ. ჩემს მიერ გაკეთებული ყოველი განცხადების შემდეგ საფრთხეს ვგრძნობდი. შემდეგ მათ მამაჩემი დააკავეს და ჩემი ქონების კონფისკაცია მოახდინეს, ჩემი ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.”

 ამჟამად შუქურის მამა შიდა პატიმრობაშია, მას შემდეგ რაც საპყრობილეში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სახლში გადასვლის უფლება მისცეს. ასევე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ჰაკანის დედას.

Image

”ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. ვინც ჩემთან ერთად რაიმეს გაკეთებას ცდილობდა, მას ფინანსურ სირთულეებს უქმნიდნენ.”

სამართლიანობისა და განვითარების პარტია დომბრას თურქი ხალხის ნამდვილ მუსიკად მიიჩნევს.

შუქური თურქეთის დიქტატორული რეჟიმის მიერ განხორციელებული კიდევ ერთ უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. აშშ-ში თურქმა სტუდენტმა შუქურთან სელფი გადაიღო, რის გამოც ერდოღანის რეჟიმმა სტუდენტი 14 თვით ციხეში გამოკეტა.

”როდესაც სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შევუერთდი, თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს მხარს უჭერდა და ევროპიდან თურქეთში დიდი ფინანსები მიდიოდა, მაგრამ ერდოღანმა კურსი სრულიად შეცვალა და სხვა მიმართულებით წაიყვანა.

ორიენტაციით თურქეთი ევროპის ნაცვლად შუა აღმოსავლეთის მიმართულებით წავიდა.

ფეხბურთი თურქეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში თავისუფალი და ავტონომიური არაა. ხმის ამაღლების გამო თურქული მედია ჩვენზე შეტევას ახორციელებს. მათ სურთ, დარწმუნდნე, რომ სხვა სპორტსმენებიც შეშინდებიან და პირს არ გააღებენ ან ხმას არ ამოიღებენ.

მე ვარ თურქეთის მთავრობის მტერი, თურქეთის სახელმწიფოს და თურქი ერის მტერი არ ვარ. მე მიყვარს ჩემი დროშა და ჩემი ქვეყანა.”

გასულ წელს თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა ილქაი გიუნდოგანმა და მესუტ იოზილმა ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს, რასაც გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით შუქურმა თქვა:”არ ვფიქრობ, რომ ეს ფოტო დიდებულია. მათ ვურჩევდი შეუერთდნენ ერდოღანის პარტიას და ნახავენ ამ პარტიის რეალურ სახეს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved