“საქართველოში ვი-რუსია” – დილიდან ქუჩებში საპროტესტო ბანერები გამოჩნდა. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ფორმით ცდილობენ, გააპროტესტონ “ქართული ოცნების” მიერ მეორედ დაინიცირებული კანონი.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და ეცდებიან ყველას გააგებინონ, რომ ხელისუფლება კრემლიდან იმართება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საპროტესტო ბანერებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრავენ.
კომენტარები