• რეკლამა
  • კონტაქტი
01:32, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია

ალია ავტორი - ალია
11:03 04-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ. და 2003 წელს დაბადებული კ.პ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, ასევე, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა – შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია დ.ე. ამოღებულია მის მიერ უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ „მდმა“ და „ჰაშიში“. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებული ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ, ნივთმტკიცებად, „მარიხუანა“ და ელექტრო სასწორია ამოღებული.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან დ.ჟ. და თ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ რეალიზაციის მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ხოლო, დ.ჟ.-ს პირადი და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. დააკავეს. ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – 62 შეკვრა ,,მარიხუანა”, 65 შეკვრა ,,ალფა პვპ” და მცირე ზომის ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე კ.პ.-სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების, ასევე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „მარიხუანა“. ხოლო, ამავე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.შ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს, განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.თ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პ.ჯ.-სთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულ დ.ლ.-ს ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ „სუბოტექსი“ და „მარიხუანა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 3 ვაზნა. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved