მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, ამბობს, რომ ხელისუფლება მიიღებს ბევრად რადიკალურ პროცესს, ვიდრე გასული წლის მარტში:
„მარტში საზოგადოება კიდევ გაუთვითცნობიერებელი იყო, ბევრს კანონიც არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ დღეს ყველამ კარგად იცის პრაქტიკაც გავლილი აქვს, თუ რისი მომტანია ეს კანონი“, – ამბობს ის.
ლუკა ჭოხონელიძე აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
მგონი მოვიდა პირობის შესრულების დრო
ვიდეოში, ლუკა ამბობს:
პირობას ვდებთ, სტუდენტური მოძრაობა ნაბიჯის სახელით, შევალთ თითოეულ უნივერსიტეტში, დაველაპარაკებით თითოეულს, დავძრავთ სტუდენტებს და დავასრულებთ ამ ხელისუფლებას.
კომენტარები