• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლნისელებს არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის” – აზერბაიჯანელი ბიჭის წერილი

ალია ავტორი - ალია
00:42 05-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ელმადდინ მამედლი წერს:

სანამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დელლერში (მუშევანში) მომხდარი მოვლენის  სხვა თვალით დანახულ პერსპექტივას გაგიზიარებთ, მანამდე ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ.

პანდემიამ და მარნეული/ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ორი უჩინარი საკითხი გააშიშვლა. პირველი, ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და უჩინარი ხაზები. მეორე, ცენტრსა და პერიეფერიებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, ელიტებსა და ჩაგრულებს შორის კავშირების ტრივიალური ბუნება.

ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით, ამ ტექსტის ძირითადი სათქმელიც შესაძლოა არასწორად გაიგოთ ან არასწორი ინტეპრეტაცია გააკეთოთ, ამიტომ აქვე მცირე ჩართვას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ჩემი მიზანი ჩემს ქვეყანაში თანასწორობის, სამართლიანობის და ჰუმანურობის მიღწევაა. შესაბამისად, სანამ ჩემს წერილში სხვა კონსპირაციული მიზნების მოძებნას დაიწყებდეთ, გირჩევდით, შეეცადოთ ამ მიზნებიდან გამომდინარე შეაფასოთ ეს ტექსტი.

მე ვარ ელმადდინი ბოლნისიდან. დავიბადე ბოლნისში, მაგრამ გავიზარდე ბაქოში. იცით რატომ? იმიტომ რომ 90-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა იმპერიის კლანჭებისგან საქართველოს ათავისუფლებდა, ბოლნისში საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას დევნიდნენ.

მამაჩემი იხსენებს, რომ ის ცდილობდა ქართულის სწავლას, თუმცა ეს რთული ენა, უფრო გართულდა, როცა ის იძულებული გახადეს, დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი და საცხოვრებლად აზერბაიჯანში წასულიყო. ბოლნისიდან ყველა არ წასულა, თუმცა, დარჩენილებშიც და წასულებშიც ღრმა იარები და ტრამვები წარმოიქმნა.

მაშ ასე….

პირველ მაისს ბოლნისის სოფელ დელლერში (მუშევანში) მომხდარ დაპირისპირებაზე როცა გავიგე, თან გამიკვირდა, თანაც – არა. გამიკვირდა, იმიტომ, რომ მედიაში დამნაშავედ სოფლის მოსახლეობა იყო ნაჩვენები. არ გამიკვირდა, იმიტომ, რომ მედიამ ისევ შექმნა საფუძველი, რომ ვიყოთ საზოგადოების ლანძღვის სამიზნე.

სოფლიდან ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მედიის გაშუქებული ამბავი სიმართლეა იქამდე, სანამ სოფელში პოლიცია და ექიმები გამოჩნდნენ. მართალია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოახდინეს. თუმცა, წინააღმდეგობა იყო არა მთელი სოფლის, არამედ სოფლის რამდენიმე ახალგაზრდის მხრიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ „პირველ მაისობას“ და იყვნენ ნასვამები.

საერთოდ, რეგიონის უმრავლესობას არ სჯერა კორონავირუსის არსებობის. ამის საფუძველი ის არ არის, რომ კორონავირუსზე არ იციან. კორონავირუსი მათთვის ხელოვნურ ბარიერებს ნიშნავს, რომლის გადალახვაში სახელმწიფო მოსახლეობას არ ან ვერ ეხმარება. მარნეულის აქციებმაც დაგვანახა, რომ სახელმწიფო კორონავირუსს ვერ უსწრებს. მერწმუნეთ, რომ მარნეულის საპროტესტო აქციის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც იყო საპროტესტო აქცია. მაგრამ მედიისთვის უფრო რეიტინგული და საინტერესო ჩვენ ვიყავით. სადაც უფრო მეტი ლანძღვა, ნიშნავს უფრო მეტ კომენტარსა და დისკუსიას.

მაგრამ არც მედიისთვის, არც უმრავლესობისთვის და არც არასამთავრობოებისთვის არ იყო საინტერესო ქვემო ქართლის გუბერნატორის მიმართვა, რომელიც მარნეულის მოსახლეობას მარნეულის მერმა გადაუთარგმნა. ჩვენ, ბოლნისელებს ასეთი თარგმანის ფუფუნებაც არ გვაქვს, ჩვენი მერიც ეთნიკურად ქართველია. ამ მხრივ მარნეულელები უფრო ბედნიერები არიან ვიდრე ჩვენ. დელლერის (მუშევანის) სოფლის მოსახლეობას როგორც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, მანამდე ისე არ სჯეროდა ბოლნისის მერის, დეპუტატის, საკრებულოს თავმჯდომარის ნათქვამის და მათი არსებობის. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობას უკვე პოლიციელებისა და ექიმებისაც არ სჯერათ.

მეორე ფაქტორი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ გავაანალიზოთ ამ საპროტესტო აქციების არსი, არის ისტორია. ამ ისტორიას ბოლნისსა და მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადებაც ემატება. ბოლნისის შემთხვევაში სიტუაცია უფრო მძიმეა. ისტორიული კონტექსტიდან მიღებული ტრავმები დღესაც რჩება. 1990-იანი წლების არეულობა ბოლნისის ქართველ-აზერბაიჯანელებში უფრო ღრმად არის ჩარჩენილი.

ამ ხალხს ჰქონდათ სურვილი, რომ ეგრძნოთ ისინი მარტო არ არიან და სახელმწიფო არის მათთან. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო დღემდე ვერ მიდის თავის მოქალაქემდე და მას საკუთარი ბედის ანაბარად ტოვებს. სამწუხაროა ის, რომ დღესაც ეს მარტოობა გრძელდება ისტორიული ტრავმების, სოციალური უთანასწორობის და რასისტული განწყობების ფონზე.

ჩემი აზრით, მოვლენის მესამე ფაქტორი სახელმწიფოს მიერ კონტექსტის არცოდნაა. პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსახლეობა აღნიშნავდა პირველ მაისს და ალბათობა დიდი იყო, რომ ადგილზე ბევრი ნასვამი ადამიანი დახვდებოდა. თუმცა, კონტექსტის, ადგილობრივი ტრადიციების და რეალობის არცოდნამ პოლიცია ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, სადაც იძულებული გახდა დაპირისპირებულიყო ნასვამ მოქალაქეებთან, რომლებსაც არ სჯერათ ვირუსის არსებობის.

შედეგად, წარმოიქმნა ასეთი სიტუაცია: მოსახლეობა, (1) რომელსაც სახელწიფომ ვერ მიაწოდა სწორი ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ და ვერ დააჯერა, რომ ეს საფრთხე კოლექტიური და ამავე დროს უნივერსალურია, (2) რომელიც სახელწმიფომ საკუთარი ბედის ანაბარად დატოვა, (3) რომლის ტრადიციებსაც არ იცნობს სახელმწიფო, და (4) რომელსაც კარგად ახსოვდა მათი გარიყვის და ქვეყნიდან დევნის ისტორია, აღმოჩნდა სოფელ დელლერის ამბებში დამნაშავე.

პუბლიკა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved