• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარანტინში დაბრუნების რისკი რეალურია” – რას ველოდოთ 2030 წელს? – ჯანმოს პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
23:45 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

„კორონავირუსით ინფიცირების 3.5 მილიონზე მეტი შემთხვევისა და 250 000-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ შეატყობინეს ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. აპრილის დასაწყისიდან, ყოველ დღე ორგანიზაციას ინფიცირების 80 000 ახალი შემთხვევის შესახებ ატყობინებენ. თუმცა ეს უბრალოდ რიცხვები არ არის. თითოეული შემთხვევა არის დედა, მამა, შვილი, და, ძმა და მეგობარი. დასავლეთ ევროპაში შემთხვევების რიცხვი მცირდება, მაგრამ ახალი ინფიცირებულების შესახებ ყოველ დღე ინფორმაციას ვიღებთ აღმოსავლეთ ევროპიდან, აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ამერიკიდან. ყველა რეგიონს და ქვეყანას შესაბამისი მიდგომა სჭირდება. პანდემიის გავლენა ბევრად სცდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ მონაცემებს. მსოფლიოს გარშემო, პანდემიამ გამოიწვია აუცილებელი ჯანდაცვითი სერვისების ჩამოშლა… კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ

ძლიერი და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა საუკეთესი თავდაცვაა არა მხოლოდ ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, არამედ, მრავალი სხვა ჯანდაცვითი საფრთხეების წინააღმდეგაც, რომლის წინაშეც ხალხი ყოველ დღე დგას. დღევანდელი ტენდენციით კი, 2030 წლისთვის 5 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის მნიშვნელოვან ჯანდაცვით სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება, მათ შორის მედპერსონალის ნახვის, წამლის მიღებისა და საავადმყოფოებში უწყვეტი წყლის მიწოდების შესაძლებლობები. ასეთი პრობლემები არა მხოლოდ ერთეულების, ოჯახებისა და დასახლებების ჯანდაცვას უთხრის ძირს, ის ასევე რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის განვითარებას. საუკეთესო ინვესტიცია დაავადების პრევენციაა ჯანდაცვის საწყის ეტაპზე, რაც გადაარჩენს ადამიანებს და დაზოგავს თანხებს. პრევენცია არა მხოლოდ უკეთესია მკურნალობაზე, არამედ ის უფრო იაფი და ჭკვიანურია. ჩვენ ვმუშაობთ ამ პანდემიასთან გამკლავებისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ შემდეგისთვის მოსამზადებლად. ახლა გვაქვს შესაძლებლობა საფუძველი გავუმყაროთ მოქნილ ჯანდაცვით სისტემას მთელს მსოფლიოში, რაც ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ იყო. თუკი ჩვენ რამე ვისწავლეთ COVID-19-ისგან არის ის, რომ ახლა ჯანდაცვაში ინვესტიცია მოგვიანებით სიცოცხლეებს გადაარჩენს. ისტორია ჩვენ ყველას განგვსჯის არა მხოლოდ იმით, გავუმკლავდით თუ არა ამ პანდემიას, არამედ იმითაც, რა გაკვეთილი ვისწავლეთ და რა მოქმედებები განვახორციელეთ, როცა ის მორჩა. ამ პანდემიის წამალი არის ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა. ჩვენ, ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved