• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოროტი სულის ადამიანები… ესენი ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან” – ვისზე საუბრობს პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:49 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,913

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზაცია შეცვალემ წამოიწყო, პაპუაშვილმა მათ “მორალისგან დაცლილი, სულით ბოროტი” ადამიანები უწოდა.

“ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ. ის რაც კონკრეტულმა ჯგუფმა ჩაიდინა არ არის ქართული საქციელი. თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები. ორგანიზაცია შეცვალე – რომელიც არ ვიცი ვისგან ფინანსდება იმიტომ, რომ, როგორც იცით, უცხოური დაფინანსებები გაუმჭვირვალე არის ჩვენს ქვეყანაში – ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან.

ქართველები ასე არ იქცევიან. ქართველები როგორც იქცევიან ეს გამოჩნდა 26-ში სტადიონზე, სადაც 50 000 ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ზუსტად ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის თაობა თუ გუნდი, არის, ვისაც უნდა, რომ ხალხს ჩააშხამოს ეს დღესასწაული. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ, ვნახეთ როდესაც რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლა შეძახილებით გააპროტესტეს როგორი დაცლილია ეს ჯგუფი მორალისგან, როგორი ბოროტი უნდა იყო სულით ადამიანი, რომ ეს დაგეგმო, განახორციელო და შემდეგ თავი მოიწონო.

შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.” – თქვა პაპუაშვილმა.

26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ხალხს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა, რაც მაყურებელმა შეძახილებით გააპროტესტა.

(ვიდეო)გულშემატკივართა რეაქცია, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე, სცენაზე ირაკლი კობახიძე ავიდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved