• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:21 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს კითხვას, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს და განაცხადა:

„ძველი რომაული გამონათქვამია, რომ ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს. ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ – ის, რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს და მგონი, ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალეა. დღეს ყველა გაჩუმდა და ვერავინ ამბობს, რომ აბსოლუტური გამჭვირვალეობაა – ვერც უცხოელი და ვერც ქართველი აქტორი. ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ „ენჯეობი“ და მერე ამართლებენ, რა პრობლემა არის, შორი-ახლოს „ენჯეოები“ გვყავდესო. პრობლემა ისაა, რომ ისინი უცხოურ ფულს იღებენ.

იმ მომენტში, როდესაც ხელს ჰკიდებენ უცხოურ ფულს, ისინი აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსები, არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები და ეს მათ პოლიტიკურ განცხადებებში პირდაპირ ჩანს. ამიტომ იყო, რომ ისინი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერდნენ, რადგან მათ იმ ქვეყნების მიმართ ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ამიტომ ითხოვდნენ მოხალისე მებრძოლების გაშვებას უკრაინაში. ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? „ნაცმოძრაობა“ აქციებს აწყობდა ცალკე აეროპორტში და ცალკე პარლამენტთთან, რომ მთავრობას მებრძოლების გაშვებაზე ლოჯისტიკა თავის თავზე აეღო. რომელმა ქვეყანამ გაუშვა? აქ ვინ ყვიროდა, ის „ენჯეოები“ ხომ არა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამბობდნენ, რომ ეს სირცხვილია და ასეთ მშვიდობას ცეცხლი რომ ერჩიათ.

ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როცა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“.

რუსეთი ალა პუგაჩოვას “უცხოელ აგენტად” აცხადებს – “დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა იუსტიციას”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved