რუსეთი ალა პუგაჩოვას “უცხოელ აგენტად” აცხადებს – “დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა იუსტიციას”

863 რუსეთმა ალა პუგაჩოვას “უცხოელ აგენტად” გამოცხადების პროცესი დაიწყო – სამოქალაქო აქტივისტი ვიტალი ბოროდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაცია გადაუგზავნა. პუგაჩოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა დატოვა. ის და მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი რუსულ აგრესიას გმობენ, რის გამოც, გალკინი 2022 წელს რუსეთმა უკვე გამოაცხადა “უცხოელ აგენტად”.