• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ამიტომ არის ივანიშვილი ქართველი ხალხისთვის მისაღები” – თამარ ჩიბურდანიძე

ალია ავტორი - ალია
18:26 03-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,820

დღეს იაპონური წარმოშობის ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება გააკრიტიკა“, -ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„დღეს იაპონური წარმოშობის ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება გააკრიტიკა. ისიც, სწორედ ამ მიზნით გამოუშვეს საქართველოში, მაგრამ საკითხავია, არის კი მისი აზრი ანგარიშგასაწევი ჩვენი საზოგადოებისთვის?

ფრენსის ფუკუიამა მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებას კაცობრიობის სოციოკულტურულიევოლუციის ბოლო წერტილად და ადამიანური მმართველობის უკანასკნელ ფორმად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება ფუკუიამას შეხედულებებს, ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმაში, რომ ფსევდოლიბერალიზმი ნამდვილად იქნებოდა კაცობრიობის დასასრული, რომ არა ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ბრძოლა უძველესი ტრადიციების და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

ბიძინა ივანიშვილმა იხსნა საქართველო იმ აღსასრულისგან, რასაც ფუკუიამას ლიბერალიზმი უქადდა. სწორედ ამიტომ არის ივანიშვილი ქართველი ხალხისთვის მისაღები და სწორედ ამიტომ ვერ ერევა მას მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ლიბერალი ლიდერებიც კი.

რაც შეეხება თავად ფუკუიამას, მას ქართული ოპოზიციის სახით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე თავად ამერიკელები. იმ ლიბერალიზმს, რომელსაც მეცნიერი კაცობრიობის ევოლუციის ბოლო წერტილად მიიჩნევს, თავად ყველაზე ცივილიზებული ევროპაც უპირისპირდება დღეს, რადგან ხვდებიან, რომ ამ იდეოლოგიით ერი, სახელმწიფოები გაქრობის პირას დგანან.

ფუკუიამას „ისტორიის დასასრულის კონცეფცია” რომ არ აღსრულდეს, სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ხოლო ისინი მსოფლიოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფსევდო ლიბერალიზმის გამოყენებით.

ქართული ოპოზიცია მათ ინტერესებს ემსახურება და არა საკუთარი ქვეყნის. სწორედ ამიტომ ჰყავთ მოწვეული საქართველოში. ისე, იაპონელი მეცნიერი ასე უპირისპირდებოდეს საუკუნოვან ტრადიციულ ღირებულებებს, ნამდვილად ლიბერალური „მიღწევაა”

,, საქართველოში პრობლემა არის ის რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს. ის ფულით ყიდულობს გავლენებს…” – ფუკუიამა

თეგები: თამარ ჩიბურდანიძეფრენსის ფუკუიამა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved