• რეკლამა
  • კონტაქტი
15:49, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რეალურად სწორედ ეს სჭირდება პუტინს. – რა უნდოდა ISIS-ს მოსკოვში? – კითხულობს სააგენტო “ალჯაზირა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:09 03-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
591

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

,,ამერიკის ყველა დროის ყველაზე მაღალი რანგის ებრაელმა პოლიტიკოსმა, ჩაკ შუმერმა დაივიწყა დიპლომატიაც, პოლიტიკური ეთიკეტიც და პირდაპირ მიმართა ისრაელს, რომ სასწრაფოდ მოაშორონ მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუ. შუმერს სხვა გზა აღარ ჰქონდა. ისრაელი გარდაუვალი კატასტროფისაკენ მიემართება. ამერიკელი დემოკრატები გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისრაელის უპირობო დახმარება იარაღით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
2015 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ირანს სანქციები მოუხსნა ბირთვული პროგრამის ვითომ შეზღუდვების დაპირების სანაცვლოდ, მხოლოდ ოთხი დემოკრატი სენატორი გადაუდგა პრეზიდენტს; მათ შორის იყო ჩაკ შუმერიც, რომელმაც მხურვალედ დაუჭირა მხარი აღშფოთებულ ნეთანიაჰუს. შუმერი მაშინაც მართალი იყო და არც ახლა სცდება.
ისრაელის თავდაცვის დოქტრინა სამ პრინციპზეა აშენებული: 1) მოგერიება-შეკავება, 2) ადრეული გაფრთხილება და 3) გადამწყვეტი გამარჯვება. 7 ოქტომბრის შემდეგ სამივე პრინციპმა კატასტროფული ფიასკო განიცადა. ისრაელმა ვერც შეაკავა და ვერც მოიგერია ჰამასი; ისრაელის დაზვერვა და საზღვრის მონიტორინგის სისტემა სრულიად უძლური აღმოჩნდა და გადამწყვეტი გამარჯვება ჰორიზონტზეც არ სჩანს. ჰამასთან მოგებული ბრძოლა სრულიადაც არ ნიშნავს ომის მოგებას. ღაზას მომავალი სრულიად გაურკვეველია. მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობა ისრაელის სამხედრო ოპერაციას გენოციდად მიიჩნევს.
ცხადია, ამ მდგომარეობას შესაბამისად გამოიყენებს ოპოზიციაში მდგომი ამერიკის რესპუბლიკური პარტია. ამას მშვენივრად ხვდება ნეთანიაჰუც და ფსონს რესპუბლიკელებზე ჩამოდის. მას დროის მოგება სჭირდება. დემოკრატებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ, რათა პრო-პალესტინური ამერიკელი ამომრჩევლები დაამშვიდონ და თან ისრაელიც არ გაანაწყენონ. ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ქმედების ერთდროულად განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება პრეზიდენტ ბაიდენის კაბინეტისათვის.
ისრაელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს და მასზე გაბრაზებულ მსოფლიოს შეახსენოს, რომ რადიკალური ისლამური ტერორიზმია მთავარი პრობლემა და არა ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები.
იმავდროულად, გუშინ რუსულმა ფსბ-მ უდიდესი წარმატებით მოახერხა მსოფლიო ტერორიზმის თემის გაღვიძება; თანაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს დაამტკიცებინა, რომ მოსკოვში ტერაქტი ISIS-მა ჩაიდინა. პუტინი ტაქტიკურად ადანაშაულებს უკრაინელებს ტერორიზმში. ყოველ მის განცხადებას ამერიკა გადაჭრით უარყოფს და ამტკიცებს რომ ბრალი ISIS-ს ედება. რეალურად სწორედ ეს სჭირდება პუტინს.
– რა უნდოდა ISIS-ს მოსკოვში? – კითხულობს სააგენტო “ალჯაზირა”. -რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის წითელ ხაზს წარმოადგენდა ISIS-თვის – პასუხობს ამერიკელი ექსპერტი მაიკლ კუგელმანი.
“ალჯაზირას” მიხედვით, ISIS- ი მოსკოვს მუსულმანთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ფორპოსტად მიიჩნევს. ანუ, მოსკოვი ბუნებრივად ეწერება მსოფლიოს ანტიტერორისტულ ალიანსში.
უცნაური “დამთხვევაა” ალბათ ისიც, რომ ISIS-ის გააქტიურება საფრანგეთის პრეზიდენტის მკვეთრ ანტირუსულ განცხადებებს მოჰყვა. რამდენიმე თვეში ოლიმპიური თამაშებია პარიზში და ტერორიზმს დროული ალაგმვა სჭირდება საერთო თანამშრომლობით.
ფაქტია რომ პრეზიდენტ ბაიდენის კაბინეტის საგარეო პოლიტიკა ამჟამად კატასტროფულ მდგომარეობაშია. შესაბამისად არეულია დანარჩენი მსოფლიოც.”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved