• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

facebook-მა ენმ-თან დაკავშირებული 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი წაშალა

ალია ავტორი - ალია
15:55 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ქართული ოცნების” ყოფილ PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული გვერდების გარდა, Facebook-მა კიდევ ერთი ქართული არაავთენტური ქსელი გამოავლინა, რომელიც მათივე განცხადებით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული. 

ამ ქსელის ფარგლებში Facebook-ის პლატფორმიდან წაიშალა 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. 

“ამ აქტივობის უკან მდგარი ინდივიდები იყენებდნენ, როგორც ავთენტურ, ისე ყალბ ანგარიშებს, რათა კომენტარები დაეტოვებინათ სოციალურ ქსელში დადებულ მასალებზე, თავიდან აერიდებინათ აღმოჩენა და წაშლა და ემართათ ჯგუფები და გვერდები – მათი ნაწილი პოზიციონირებდა, როგორც ახალი ამბების სააგენტო. ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვა. ამ გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლამდე აქტიური არ ყოფილა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგარი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა, ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ პოლიტიკურ პარტიას, დაუკავშირა. ჩვენ ეს აქტივობა რეგიონში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში ვიპოვეთ. ამ გამოძიებისთვის სასარგებლოდ გამოვიყენეთ ადგილობრივი რეპორტები [Facebook-საჩივარი]”

Facebook-ის ცნობით, დაახლოებით, 785 000 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ გვერდს მაინც; დაახლოებით, 6 300 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ ჯგუფს მაინც; და, დაახლოებით, 6 400 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ Instragm-ანგარიშს მაინც. 

მათივე გამოძიებით, ამ ქსელმა Facebook-ზე რეკლამებში, დაახლოებით, $23 800 დახარჯა. 

ამ ქსელის ფარგლებში გაუქმებული პროფილებისა და გვერდების მიერ ჯამში 22 ღონისძიება დაიგეგმა Facebook-ზე და, დაახლოებით, 11 600-მა ადამიანმა გამოხატა ინტერესი მათგან ერთ ღონისძიებაზე დასწრების მაინც. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved