• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც ნაცები ვართ და არც ქოცები” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:37 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
492

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალიკო ელისაშვილი ლელოს, გახარიას პარტიას, გირჩს, ანა დოლიძეს და კიდევ “რამდენიმე უპარტიო ადამიანს” გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ელისაშვილის პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც ნაცები ვართ და არც ქოცები, არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე. ე. წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება ბარიერი გადავლახოთ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. თუ ცვლილება გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ. ასეთ შუაშისტურ ძალებს შეიძლება 30-40%-იანი რესურსი გვქონდეს. ასეთ ძალად მოვიაზრებ ლელოს, გახარიას პარტიას, საპარლამენტო გირჩს, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ. მე, პირადად, მზად ვარ დავჯდე ამ პარტიებთან სალაპარაკოდ.

ერთადერთი, ვისთანაც ამ ეტაპზე ვლაპარაკობთ, საპარლამენტო გირჩია, მათ მზაობაც აქვთ ამ თემაზე. ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, იმაზე თუ როგორ ვხედავთ გამდიდრების გზას, სამართლიან და უსაფრთხო ქვეყანას და ა.შ. მინდა სხვებსაც მივმართო, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები, შეიძლება ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ ეს ისტორიული მომენტი, რომ თუ ახლა შევცვლით ხელისუფლებას, გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს წყნარი და მშვიდი.

თუ ჩვენ ცვლილება გვინდა, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, პირობა უნდა დავდოთ, რომ ეს რევანშიზმის გარეშე მოხდება, რომ ცვლილების შემდეგ არავის დავიჭერთ. ქონებას არავის წავართმევთ, სამსახურიდან არავის გავუშვებთ და ძალიან მომწონს გირჩის იდეა, რომ თუ ვინმეს გავუშვებთ სამი წლის კომპენსაციას წინასწარ მივცემთ. ამით აშინებს ოცნება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ამიტომ თუ ჩვენ ცვლილება გვინდა, რევანშიზმს უნდა მოვეშვათ.

პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება ისეთი ადამიანები დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნია. მე მზად ვარ კომპრომისისთვის, მოვუწოდებ სხვა ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, მარტო თავის დღის წესრიგზე და ბარიერის გადალახვაზე ნუ ფიქრობენ, რომც გადალახონ მერე რას იზამენ? გაერთიანების გარეშე ცვლილება არ მოხდება. დღის წესრიგი ავაწყოთ საერთო კონტურის მოხაზვაზე და ცვლილების განხორციელებაზე.” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved