• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს თბილისის შურისძიება იყო – ასაფეთქებელი მაშინ ამოქმედდა, როცა ბოევიკებმა შარვლები ჩაიხადეს” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
16:40 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
709
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
? ვითხოვ ყურადღებას – ეს საინტერესოა ‼️
ადრეც დამიწერია, ახლა დეტალებს ვაზუსტებ და ტელეგრამზე დავდე კადრები (რადგან ფბ დაბლოკავს და ცუკერას თავი არ მაქვს), სადაც ჩანს, რომ 2008 წლის ოქტომბერში ნამდვილად დააკავეს გიორგი ანწუხელიძის წამების მონაწილე სამი ოსი ბოევიკი, მანამდე კი ოთხი ბოევიკი ისე გაასუხარეს, როგორც ქვემოთაა აღწერილი.
↘️ გიორგი ანწუხელიძის წამების მონაწილე კიდევ ერთი რუსი ოფიცერი შარშან მოკლეს უკრაინაში.
მოკლედ, ამბავი:
↘️ 2008 წლის ოქტომბერში, გიორგი ანწუხელიძის სასტიკი წამებით გულდამძიმებულმა მისმა მეგობრებმა სამხედროებსა და სპეცებში, კარგა ხანს უკირკიტეს გმირის წამების ამსახველ ვიდეოს და რამდენიმე ოსი ბოევიკის იდენტიფიცირება მოახდინეს.
სპეცსამსახურებმა მათი ადგილსამყოფელი ცხინვალის რეგიონში ზუსტად დაადგინეს და სპეცოპერაციები დაგეგმეს.
ვინმე იმ დროს რომ დაინტერესებულიყო, ცხინვალის სამ სოფელში, თითქმის ერთდროულად, ოთხი “ბოევიკის” გარდაცვალების იდენტური გარემოება, მინიმუმ, გააკვირვებდა:
ა) ოთხივე საკუთარ ეზოში მოკვდა.
ბ) ოთხივე ჩეჩმაში, დილის საათებში აფეთქდა.
გ) ოთხივე შემთხვევაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა ბოევიკებმა შარვლები ჩაიხადეს და მოსაქმება დაიწყეს.
დ) არცერთს არ ჰქონდა გადარჩენის შანსი.
ე) მათი, სრულიად დამამცირებელ, სამარცხვინო პოზაში მყოფი ცხედრები ოჯახის წევრებმა იპოვეს, აფეთქების ხმაზე დაფეთებულებმა.
ვ) როცა პირველი აფეთქებულის ოჯახმა და აფეთქების ადგილზე მისულმა ე.წ.-მა ძალოვნებმა კიდევ სამი აფეთქების შესახებ შეიტყვეს, ყველა მიხვდა, რომ ეს თბილისის შურისძიება იყო…
↘️ ამის შემდეგ 2008 წლის ომის მონაწილე ოსი ბოევიკები ჩეჩმაში კარგა ხანს ვერ ისაქმებდნენ და ხშირად სახლის წინ ან გვერდით იცუცქებოდნენ ხოლმე, თან თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდნენ…
↘️ გავიდა ცოტა ხანი და კიდევ სამი ბოევიკი მათივე სახლიდან ახლოს მდებარე ქუჩიდან გაქრა – ორის მანქანა იპოვეს, სხვა კვალი – ვერაფერი.
? ვინ აიყვანეს:
? ალან იურის ძე ხაჩიროვი, 1992 წ.დაბ.
? ალან დავითის ძე ხუგაევი, 1989წ.დაბ.
? სულთან როსტიკოს ძე პლიევი,1983 წ. დაბ.
? კი გახსოვთ ყველას, განიარაღებულ და მაინც როგორ ამაყ ანწუხელიძესთან რა დიდ გულზეც იყვნენ, ამ კადრებში კი ნახეთ, რა დარჩა მათი “დიდი გულისგან”…
↘️ ეს სამი, რომლებიც კადრებში არიან, სად არიან ახლა, არ ვიცი, ამ ვიდეოს მერე მათი კვალი წყდება. ჰუმანურ შეგონებებს არ მივიღებ, ისინი სასტიკი წამების მონაწილეები იყვნენ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved