• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წალენჯიხაში ვამჯობინეთ დღეს ვებრძოლოთ შიმშილს – “არამიზნობრივი” კვება ბავშვებისთვის – რა ხდება რეგიონებში და რას არ აკეთებს მთავრობა?

ალია ავტორი - ალია
22:24 03-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,133
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული, წალენჯიხის მერიის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტზე საუბრისას, ამბობს:
ყველა არსებული კვლევის შემდეგ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ ბავშვების 35% შიმშილობს სკოლებში, ზოგი სრულ შიმშილს განიცდის, ზოგი ნაწილობრივს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც არ უნდა კარგი მოდელები შევიმუშაოთ, რაც არ უნდა კარგი მეთოდოლოგია შევარჩიოთ, რაც არ უნდა საერთაშორისო სტანდარტებს დავუახლოვოთ ჩვენი სახელმძღვანელო, აზრი არა აქვს რაიმეს შეთავაზებას სასწავლო კუთხით, იმიტომ რომ მას შია და ფიზიკურად შეუძლებელია, როცა ბავშვს შია მან ისწავლოს.
ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ბაღში ბავშვი არის დაჩვეული 3-ჯერად კვებას, შემდგომ უცებ ხვდება ისეთ გარემოებაში, როდესაც უკვე აღარ იკვებება და შესაძლებელია, მის ოჯახსაც აღარ გააჩნდეს საშუალება, რომ გაატანოს 1 ან 2 ლარი და ბავშვმა ხაჭაპური ან ლობიანი იყიდოს. ანუ, საბოლოო ჯამში, ბავშვი 3-ჯერადი კვებიდან სკოლაში საკვებს ვეღარ იღებს და არც შესაბამისი თანხები გააჩნია, რომ რამე იყიდოს და ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ – ისწავლოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია, ამის მრავალი პრეცედენტი არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისთან და დიდ ქალაქებთან შედარებით,სოფლებში და რაიონებში უფრო მეტი გაჭირვებაა და უფრო ნაკლები შესაძლებლობა იმისა, რომ ოჯახებმა კვების თანხა გაატანონ შვილებს.

რა გავაკეთეთ ჩვენ და როგორ მოვაგვარეთ ეს პრობლემები

ამ პრობლემის მოგვარების 2 მეთოდი არსებობს: ერთი ის, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი თანხა, ან ჰქონდეს ლანჩბოქსით მირთმეული საკვები. ლანჩბოქსების თემა სერიოზულ საკითხთან არის დაკავშირებული, ვინაიდან საკვები არის მალფუჭებადი და იმისთვის,რომ ცენტრიდან მოვიდეს სკოლამდე, უნდა იყოს სპეციალური მაცივრებით მიტანილი, რომელიც ზაფხულის პერიოდში ძალიან პრობლემურია. 
ბავშვებს დავურიგეთ სპეცბარათები და ამ ბარათებზე მათ ერიცხებათ თანხები. ეს ყველაფერი გავაკეთეთ მუნიციპალიტეტის ფულით, 300-მდე ბენეფიციარი სარგებლობს უკვე მეორე წელია წალენჯიხაში ამ პროგრამით, მხოლოდ პირველკლასელი, სამწუხაროდ მეტი ფული არ გვქონდა, სურვილი მეორე კლასელების გამოკვების დიდია, მით უფრო, როცა ისინი, პირველ კლასში უკვე დაეჩვივნენ კვებას, ვთხოვეთ დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა ვნახეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გავწვდებოდით, საუბარია სულ რაღაც 200 000 ლარზე, ორჯერ ვთხოვეთ მთავრობას ეს თანხა და მათგან სრული იგნორი მივიღეთ.

ტექნიკური ნაწილი:

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, დღესდღეობით ბავშვებს ერიცხებათ თანხა და ის შეუძლია გამოიყენოს როგორც სკოლის სასადილოში, ასევე მიმდებარე მარკეტებში. წალენჯიხის 30 საჯარო სკოლიდან 7 მათგანშია სასადილო, სხვაგან არ არის და შეუძლებელია იყიდოს ბავშვმა იქ საჭმელი. ამიტომ ჩვენ წავედით იმ კუთხითაც, რიმ მარკეტებშიც ყოფილიყო პროდუქტი შეძენილი და ასევე ამის მეორე ნაწილია, ისიც, რომ თუკი მარკეტიც არ არის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 ლარს ვურიცხავთ და მშობელი 1 კვირის მანძილზე ატანს გარკვეულ ულუფას ბავშვს სკოლაში. ამ პროექტმა გაამართლა. ეს თანხა არ არის უკონტროლო, დავბლოკეთ თანხების გამოტანა ქეშად,
ასევე დავაწესეთ ონლაინშეზღუდვები და მხოლოდ და მხოლოდ საკვებ ობიექტებში და მარკეტებში შეუძლიათ რომ ბარათი გამოიყენონ.
ამ პროექტის განხორციელებას ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ 2 თვეში გავაკეთეთ და მინდა გულწრფელად გითხრათ, არ იყო მაინცდამაინც რთული. სახელმწიფომ რომ მოინდომოს ამის გაკეთება, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელი 3-4 თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ამ პროექტის განხორციელება.

შიმშილთან ბრძოლა დღეს:

გრძელვადიანი ხედვის ნაცვლად, ჩვენ, წალენჯიხაში ვამჯობინეთ, რომ დღესვე მოგვეგვარებინა ბავშვებისათვის პრობლემები. ჩვენ დღეს ვებრძვით შიმშილს. ბავშვს,რომელიც დღეს ზის გაკვეთილზე და ვასწავლით მას, ვერ ვეტყვით, შენ რომ გშია ჯერ სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, მერე ევროკავშირში შევიდეთ და ქვეყანა განვავითაროთ და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ, იმ თაობას, რომელიც მშიერი გვეჯდა მერხთან და ვაიძულებდით რომ ესწავლა გამრავლების ტაბულა. ეს სერიოზული პრობლემებს მოგვიტანს საბოლოო ჯამში განათლების მიმართულებით. ის პრობლემები, რაც განათლების სისტემას გააჩნია დღეს, ორმაგად დაგვხვდება წინ. 

რა მდგომარეობაა რეგიონებში:

რა მდგომარეობაა რეგიონები?
რეგიონებში არის გაჭირვება, ხალხი გარბის, დაცლილია რეგიონები, წალენჯიხა არის დაცლილი. უამრავი ვაკანსია გამოვაცხადეთ მუნიციპალიტეტში, მაგრამ ვერ ვარჩევთ კადრებს. ახალგაზრდები არ არიან ფიზიკურად. ნაწილი მოდის თბილისში და დიდი ნაწილი მიდის საზღვარგარეთ და ყოველდღიურად  ახალ–ახალი სახლები გვხვდება მიტოვებული, იმიტომ რომ სოფლად უკვე ვეღარ ცხოვრობენ ფიზიკურად. ბუნებრივია სახელმწიფომ რაღაც სოციალური გარანტია მაინც უნდა შესთავაზოს იმ ოჯახს, რომელსაც არ შეუძლია 1 ლარი გამოატანოს ბავშვს სკოლაში, იმ დღეს რომ ჭამოს და რაღაც ისწავლოს. ამ ფონზე, ძალიან რთულია რომ ჩვენ ხარისხიან განათლებაზე ვისაუბროთ.

რას (არ) აკეთებს სახელმწიფო

რას აღარ აფინანსებს ქვეყნის ბიუჯეტი, თუ ნაძვის ხეს, თუ ქეიფს, თუ საათებს, თუ პიცის საცხობ ღუმელებს, თუ ალკოჰოლური სასმელის ყიდვას, სამინისტრო და სახელმწიფო უწყება არ არის, სადაც ონკანის წყალს სვამენ და ყიდულობენ სასმელ წყალს, მაშინ, როცა რიგით თანამშრომლებს და მათ შვილებს გამოსაკვები თანხა არ აქვთ.
ჩვენ რა მოვითხოვეთ ასეთი? 200 ათასი ლარი მოვითხოვეთ კიდევ 300 ბავშვის გამოსაკვებად და პასუხიც არ მიგვიღია!
2024 წელს, ბიუჯეტის დაგეგმარების დროს, როდესაც ფინანსთა სამინისტროსთან ვათანხმებდით ძირითად პარამეტრებს, ძირითადი მითითება იყო ის, რომ სკოლების დაფინანსება ჩვენი საქმე არ არის და ის ბიუჯეტიდან უნდა ამოგვეღო. ისინი არამიზნობრივად გვითვლიან იმას, რომ ჩვენ ბავშვებს ვკვებავთ. 
პიცის საცხობი ღუმელის ყიდვა და 300 ათასის დახარჯვა ერთი უწყების სამზარეულოს მოსაწყობად ხომ მიზნობრივია და 300 ბავშვის გამოსაკვებად დახარჯული 200 ათასი ლარი, არამიზნობრივია, თურმე. 
აი ასეთია სახელმწიფოს დამოკიდებულება.
წალენჯიხა ნათელი მაგალითია იმისა,რომ ჩვენ მოვერგეთ ხალხის მოთხოვნებს და რომ ეს შესაძლებელია პოლიტიკური ნების, სურვილის შემთხვევაში. 
თეგები: ვანო ბურდული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved