• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგში – 61 ქულით” -FREEDOM HOUSE-ის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
14:29 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

FREEDOM HOUSE-ის ანგარიშში, საქართველოში დემოკრატიის – გამოხატვის, რელიგიის, მედიის და აკადემიური თავისუფლების გარემოა შეფასებული.

“საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლევა, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიას, მათ შორის, პატრიარქის ხელშეუვალობას. საქართველოს რელიგიური უმცირესობები, მათ შორის, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები და მუსლიმები მათ მიმართ დისკრიმინაციასა და მტრობაზე საუბრობენ, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდლებისა და მრევლისგან, ხოლო სახელმწიფო საკმარისად არ იცავს. რელიგიური უმცირესობის ზოგიერთი ჯგუფი სალოცავის აშენების ნებართვის მიღებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისგან სირთულეს აწყდება. 2019 წლის სექტემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმში მეჩეთის აშენებაზე ნებართვის გაუცემლობა დისკრიმინაციული იყო, თუმცა იგი მერიისთვის ნებართვის გაცემა არ დაუვალებია.

საქართველოში აკადემიური თავისუფლება, ზოგადად, დაცულია. თუმცა, 2018 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდა. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა.მოგვიანებით შეზღუდვა მოიხსნა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ IBSU აცხადებდა, რომ ჯარიმის გადახდის მოთხოვნა იმ მომენტში უკანონო იყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასოცირდება მოძრაობასთან, რომელსაც თურქი ფეტულა გიულენი მართავს და რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული 2 სკოლა დახურა და მიზეზად რეგულაციების დარღვევა დაასახელა. სააღსრულებო მოქმედებების, ერთი შეხედვით, არაპროპორციული და თვითნებური ხასიათი აჩენს ეჭვს, რომ ისინი თურქეთის მთავრობის ზეწოლის შედეგად განხორციელდა.

ზოგადად, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მათ შორის, ონლაინ კომუნიკაციებში. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლებში მიღებულ იქნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კანონი, რომელიც სახელისუფლებო ორგანოებს უფლებას ანიჭებს, განახორციელონ თვალთვალი და მონაცემთა შეგროვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქოლგის ქვეშ, რომელიც, თავის მხრივ, ენიჭება უფლებამოსილება, დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებლები [კავშირგაბმულობის კომპანიები] თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით, ორგანიზაციები სვამენ კითხვას, შეესაბამება თუ არა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მეთვალყურეობის პრაქტიკასთან დაკავშირებით.

გასულ წლებში, არაერთი საჯარო მოხელე, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის პოლიტიკოსები დააშინეს პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გამოქვეყნებით ან გამოქვეყნებუს მუქარით, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ საკითხებზე გამოხატვის თავისუფლების შეფერხებას”, – წერს ორგანიზაცია ანგარიშში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა.

მედიის თავისუფლების კუთხით ორგანიზაცია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს, როდესაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება და რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ხალვაში პროსახელისუფლებო განწყობებით გამორჩეული პიროვნებაა. რუსთავი 2 ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა, გუნდმა კი ახალი ტელეკომპანია, მთავარი არხი შექმნა.

Freedom House-ის დემოკრატიის რეიტინგში საქართველო შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია. მას 61 ქულა აქვს მინიჭებული.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved