გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს მიმართა:
“წმინდა გიორგი სნეულთა მკურნალია და მისი მფარველობით, ქართველი ერი და მსოფლიო ამ ურთულეს პერიოდს გადალახავს.”
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე დისტანციურად მდგარ მრევლთან თავად მივიდა, ისინი ტრადიციულად ერთი კოვზიდან აზიარა.
კომენტარები