• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-მ კეზერაშვილს ვიზაზე უარი ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით უთხრა

ალია ავტორი - ალია
00:54 03-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Defense Minister of Georgia Davit Kezerashvili waits prior the NATO-Georgia Commission session in the conference hall of Hotel Marriot of Budapest on October 10, 2008. The meeting of the NATO-Georgia Commission -- a first-ever at ministerial level -- takes place on the date set for Russia to withdraw troops from buffer zones near two rebel Georgian regions, Abkhazia and South Ossetia. AFP PHOTO / ATTILA KISBENEDEK / AFP / ATTILA KISBENEDEK

Defense Minister of Georgia Davit Kezerashvili waits prior the NATO-Georgia Commission session in the conference hall of Hotel Marriot of Budapest on October 10, 2008. The meeting of the NATO-Georgia Commission -- a first-ever at ministerial level -- takes place on the date set for Russia to withdraw troops from buffer zones near two rebel Georgian regions, Abkhazia and South Ossetia. AFP PHOTO / ATTILA KISBENEDEK / AFP / ATTILA KISBENEDEK

Facebook-ზე გაზიარება
315

გამოცემა “ტაბულას” ცნობით, აშშ-ს კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლა, რაც მან ამერიკის ვიზაზე უარი მიიღო.

კეზერაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, მასზე არსებული ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს. კეზერაშვილმა მოთხოვნა 2023 წლის 23 ოქტომბერს იმ ინფორმაციის მიღებაზე შეიტანა, რომელიც მის საიმიგრაციო ისტორიას ეხებოდა.

Courtlistener.com-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ კვიპროსში აშშ-ს საელჩომ კეზერაშვილს B-2 ტიპის ვიზაზე უარი 2023 წლის 18 ივლისს უთხრა, რადგან აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა კეზერაშვილი ვიზის გაცემისთვის შეუფერებლად 2023 წლის 1-ელ მაისს, იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212-ე მუხლის (a)(2)(I) პუნქტზე დაყრდნობით ცნო.

აღნიშნულ მუხლში, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება, წერია, რომ “(i) ნებისმიერი უცხოელი, რომელზეც საკონსულოს თანამშრომელმა ან გენერალურმა პროკურორმა იცის, ან აქვს ეჭვი, იფიქროს, რომ იგი ჩართული იყო, ჩართულია, ან აშშ-ში შესვლას ისეთ სამართალდარღვევაში ჩართვის მიზნით ცდილობს, როგორიც 1956 ან 1957 წლის 18-ე თავშია აღწერილი (რაც ფულის გათეთრებას ეხება) ან (ii) რომელზეც საკონსულოს თანამშრომელმა ან გენერალურმა პროკურორმა იცის, რომ არის, ან იყო, სხვების გათვითცნობიერებული დამხმარე, თანამზრახველი, თანამონაწილე, ხელისშემწყობი ისეთ სამართალდარღვევაში, როგორიც ხსენებულ მონაკვეთშია აღწერილი, შეუფერებელია [ვიზის გაცემისთვის]”.

უარის მიღების შემდეგ დავით კეზერაშვილმა ყველა იმ დოკუმენტის, განცხადების, შესაფერისი მასალებისა (ციფრული თუ ფიზიკური) და დამაზიანებელი ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რომლებზე დაყრდნობითაც აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა 2023 წლის 1-ელ მაისს მას B-2 ტიპის ვიზაზე უარი უთხრა.

დაცვის მხარემ კეზერაშვილს 2024 წლის 18 იანვარს უპასუხა და განაცხადა, რომ იგი ცნობდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნას და ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება “რაც შეიძლება სწრაფად” მოხდებოდა.

კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლო წერს, რომ დაცვის მხარემ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

სასამართლოს დადგენილებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს კოდექსის მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, დაარღვია დროულად პასუხის გაცემის ვალდებულება, ადეკვატურად ვერ გამოიძია მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერები და უკანონოდ აყოვნებს ჩანაწერების გადაცემას.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved