• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ყველამ გაიგო, პაატას დედა რომ ვარ, რამდენჯერმე მაინც დავწერე “ვაი, შენს პატრონს”

ალია ავტორი - ალია
20:20 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ნუნუ დუმბაძე,  პაატა იმნაძის დედა:

ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ “დიდი კაცის” შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, – დე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა.
ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სატელევიზიო ჩართვისას, აღელვებული რომ ვნახე, გავოცდი. ვერ მოვითმინე და მივწერე, – დე, რა მოგივიდა-მეთქი? – რა ვქნა, დე, ნერვები აღარ მეყოო. შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს.
ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთი და იმავე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო?..

სხვა შვილი არ მყავს. პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ. ახლახან ცუდად ვიყავი. მითხრა, – დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო.


5 წუთით შემოირბენს ხოლმე და მეტყვის, – დე, ვერ გაკოცებ, ვერ ჩაგეხუტებიო. მალე მიდის, მაგრამ მთელი დღე ტელეფონით ვურთიერთობთ. ვიცი, სალაპარაკოდ ხშირად არ სცალია, ძალიან ბევრი და საპასუხისმგებლო საქმე აქვს, ამიტომ მესიჯებს ვწერ და თავადაც ასე მპასუხობს. როგორც კი დროს გამონახავს, მირეკავს. არაჩვეულებრივი შვილია. მე ცოტათი უცნაური მოხუცი ვარ, მესიჯებს ვწერ, “ფეისბუკი” მაქვს.

სხვა გზა არ მაქვს, რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ამ აღდგომის დღესასწაულზე, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, მომილოცა, ძალიან გამიხარდა.

როცა ინტერნეტში პაატაზე კარგს ვკითხულობ, ძალიან მიხარია, ერთხელ დავწერე, ეს პაატას პროფესიაა და ასეც უნდა მოიქცეს-მეთქი. როცა ცუდ რაღაცებს ვკითხულობ, უკვე პასუხს აღარ ვწერ. გურული ვარ, შეიძლება ზოგჯერ რაღაც ისეთიც ვთქვა, რაც სათქმელი არ არის. ახლა ყველამ გაიგო, პაატას დედა რომ ვარ და აღარ ვპასუხობ. რამდენჯერმე კი დავწერე კომენტარი: “ვაი, შენს პატრონს”.


გუბაზ სანიკიძემ დაწერა, მაგას დედამისისთვის ვერ აუხსნია და ჩვენ რა უნდა აგვიხსნასო. იმ დროს ერთი ადამიანი იყო გამოჯანმრთელებული, მაგრამ ეს ჯერ მედიით არ იყო გამოცხადებული. ინფორმაცია ერთ-ერთი ინფექციონისტისგან ვიცოდი და დავწერე. მაშინ პაატამ მომწერა, – დე, ძალიან გთხოვ, სისულელეებს არ უპასუხოო.

ორი ქალიშვილი ჰყავს, ლიზი და ტატა.


ლიზი ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს. 2 დღის წინ, პაატა რომ მოვიდა, ლიზი და მამამისი ერთმანეთს შორიდან ეფერებოდნენ, – მა, მიყვარხარ! – მეც მიყვარხარ! რა ვქნათ, ასეთი დრო მოვიდა, ახლა ასეა საჭირო.

წყარო – ჟურნალი გზა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved