• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი?” – რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე გამყრელიძეზე

ალია ავტორი - ალია
19:56 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა:


“დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ.

მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.


1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთდღეს კაბინეტის კარზე კაკუნია, გავაღე და შემოვიდა ბატონი ამირანი. გამეცნო და მითხრა, გავიგე შენი სადისერტაციო თემის შესახებ, შენზეც შევკრიბე ცნობებიო, მეც ვმუშაობ სადოქტოროზე და მსგავსი თემა მაქვსო.

მიმიწვიეს სამი თვით ავსტრიაში, ინსბრუკში, რათა სადოქტორო დავამთავრო, კიდევ გამომიყვეს ერთი ადგილი და მინდა შენ შემოგთავაზოო. შენ, მერე თუ გენდომება, შეგიძლია 2 წელი დარჩეო. მეუბნება კაცს, რომელიც პირველად მხედავს. თან თვითონ მომძებნა და თვითონ მოვიდა. ისიც გაიხსენეთ, რა დროა, 1992 წელი – შიმშილი, სიცივე, სიბნელე, სროლა და ათასი უბედურება. ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი? არა, საქმისთვის რაც სჯობდა, ის არჩევანი გააკეთა.

რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დავიწყეთ მზადება, მაგრამ ვერ წავედი, მამაჩემს ინსულტი დაემართა და უჯარმაში მომიწია კურორტის დირექტორად წასვლა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, წავედი თუ ვერა, მე ამირან გამყრელიძის საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.


გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.


კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved