• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს ბევრნაირი სახალხო დამცველი ჰყოლია, როგორ მინდა ვიყო მე?” – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
13:57 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,402

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის ომბუდსმენის პოსტზე არჩევიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

“დღეს, 7 მარტს, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ამირჩია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ დეპუტატს ვინც ერთი წლის წინ ნდობა გამომიცხადა. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწევა.

სახალხო დამცველის ინსტიტუტს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან ის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ ერთი საყრდენია, ხოლო ადამიანის უფლებები ნამდვილად არის ის ქვაკუთხედი რაზეც ჩვენი თავისუფლება დგას.

არ ვიცი ვინ მენდობით და ვინ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვემსახურები საქმეს რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლის. ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვხვდები მოქალაქეებს, შევდივარ საპატიმროებში, სავადმყოფოებში, თავშესაფრებში და ა.შ.

მინდა იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას დაახლოებით 150 ადამიანის პროფესიონალიზმი, საქმისადმი, პრინციპებისა და ადამიანისა უფლებებისადმი ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა, რისთვისაც ერთი წლის თავზე მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

და ბოლოს, საქართველოს ბევრნაირი სახალხო დამცველი ჰყოლია, ბევრიც მეკითხება როგორ მინდა ვიყო მე? პასუხად გავიმეორებ, იმას რაც ვთქვი არჩევის დღეს პარლამენტში გამოსვლისას, რომ პირველ რიგში მინდა გავამართლო სახელი – სახალხო დამცველი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved