• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მტირალა გაიშნიკი” ხარ” – ,,სააკაშვილის კლონი ხარ” – დაპირისპირება პარალმენტში

ალია ავტორი - ალია
14:13 03-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
440

ხმაური  პარლამენტში – კონფლიქტის ეპიცენტერში “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აღმოჩნდა. ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა, რომელმაც გუშინ “ოცნების” დეპუტატს “მტირალა გაიშნიკი ეძახა”. სესიის დროს, გოცირიძემ გუშინ ცაგარეიშვილს წარსული და ავტოსაგზაო ინსპექციაში მუშაობის პერიოდი შეახსენა, რომელიც იმ დროს ყველაზე კორუმპირებული სისტემა იყო.

გია ცაგარეიშვილმა დღეს რომან გოცირიძეს ტრიბუნიდან “პატარა კაცი” ეძახა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

ბატონო რომან, თქვენ აქ განისვენებთ თქვენს სავარძელში. თქვენ ყოველთვის კლონი იყავით მისი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია, მაინც კლონი ხართ და კლონად დარჩებით მთელი ცხოვრება ლადნად მიხეილ სააკაშვილის. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას ვერანაირად. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდზეც არ გაქვთ არავითარი შანსი, რომ განისვენოს თქვენმა სულმა. როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგავ და ასევე, როგორი ცრუ და ყალბი ყოფილხართ, სწორედ ისე და იმ ზომით და იმ ხარისხით, როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ. ახლაც იღიმით, ისევე იღიმით, როგორც თქვენი მეგობრები, დაქალები და ძმაკაცები 2012 წელს, როცა მე ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი. აი, ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, თქვენი ე.წ. კოლეგიალობაც და დარჩებით საქართველოს ისტორიაში იმად, რაც ხართ და რასაც წარმოადგენთ ახლა, – თქვა ცაგარეიშვილმა. 

ცაგარეიშვილის შეურაცხყოფების პასუხად, რომან გოცირიძემ განმარტა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახელისუფლებო გუნდის წევრმა მას პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციის წევრის თქმით, გარკვეული პერიოდის თმენის შემდეგ მან ცაგარეიშილს საკუთარი ადგილი მიუჩინა.

თუ ჩემი რეფორმის შინაარსი არ მოგწონთ, რეფორმის ავტორის პირად შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ?  ეს იყო მთავარი ბიძგის მიმცემი და ამავე დროს დაემთხვა უკვე ბატონი ცაგარეიშვილის უკვე მესამე შეურაცხყოფები, გამონათქვამები და ვუპასუხე მას. არასდროს პიროვნებას არ ვეხები, არასდროს პირველი კონფლიქტს არ ვიწყებ. ვინც პიროვნულ შეურაცხყოფას მაყენებს, რაღაც პერიოდის თმენის შემდეგ მივუჩენ საკუთარ ადგილს. რა სიტყვებიც ვიხმარე, ეს ახალი არ არის, ყველა ეძახის მაგას “მტირალა გაიშნიკი” ხარ. “გაიშნიკს” რატომე ეძახიან ვიცი, მაგრამ “მტირალას” რატომ ეძახიან – არ ვიცი, – თქვა გოცირიძემ. 

tvpirveli

თეგები: გია ცაგარეიშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved