• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„„ბატონო რომან, ძვირფასო, თქვენ დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები და „ღიმილიანი საქართველო“ ასე დატოვეს გაღიმებული“ – გია ცაგარეიშვილი რომან გოცირიძეს

ალია ავტორი - ალია
15:45 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

2010 წლის 17 დეკემბერს მიიღეთ ცვლილება „საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში, ორი სასაკლაო შექმენით და რა თქმა უნდა, ის ორივე სასაკლაო თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო შეზრდილი. შექმენით ხელოვნური მანიპულაციების მეშვეობით მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში 8 ლარით გააძვირეთ ხორცის ფასი. ახლა გამობრძანდნენ თქვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი კოლეგები – ვინ სად ხართ, ისე ხართ გადაზელილი, ერთმანეთში გაარკვიეთ – და აქ ფასები აფრიალეს, რომ თურმე 2012 წელს, 11 ლარი ღირდა ხორცი, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცაგარეიშვილის განცხადებით, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიღო მონოპოლიური ფასები ხორცზე, რაც შეეხება ზოგადად, ფასებზე აქცენტის გაკეთებას, მისი თქმით, ეს პიარის სპეციალისტების მიერ დაგეგმილი კამპანიაა.

„ქალბატონმა თამარმა [ჩარკვიანი] თქვა, ბოდიშს მოვიხდი თუ ტყუილიაო. სად წაბრძანდა ეს ქალბატონი, ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი ორივეს? თქვენ მაინც მოიხადეთ მის მაგივრად ბოდიში, რომ თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი. თქვენ შემოიღეთ ხალხის ზურგს უკან მონოპოლიური ფასი ხორცზე და არამხოლოდ. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ თემებს ზოგადად – ეს რომ თქვენი „პიარშიკების“ დაგეგმილი კამპანია არის და შემოგასაღეს ამ ფასებზე საუბარი, ეს მგონი, ნათელია.” – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო განუხორციელებელი ჯანდაცვის პროგრამები. რაც შეეხება 2007-2009 წლებში ტენდერების მომგებ კომპანიებს, ყველა მათგანს მოუხდა ქონების გაყიდვა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ამის შემდეგ შეძლეს ციხიდან გამოსვლა.

„ბატონო რომან, ძვირფასო, თქვენ დროს დააძვრეს ნახევარ საქართველოს კბილები და „ღიმილიანი საქართველო“ ასე დატოვეს გაღიმებული, თქვენს დროს დაიწყეს 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩამოგეშალათ და ორი საავადმყოფო ვერ გახსენით მაშინ. თქვენს დროს ტენდერები მოაგებინეს, 2007, 2008, 2009 წლებში სადაზღვევო კომპანიებს. მერე დაუარეთ ყველას, საპროცესო გარიგებები გაუფორმეთ და ყველანი დილეგებში ჩაყარეთ, აწამეთ, აწვალეთ ის ხალხი, დააყიდინეთ ყველაფერი და შემდეგ გამოუშვით ციხიდან. აი, ეს იყო თქვენი ჯანდაცვის ძვირფასი პროგრამა და პროექტი, განხორციელებული სააკაშვილისნაირი ავაზაკების მიერ და თქვენნაირი ხელის ბიჭების და ხელის გოგოების მიერ, აქ რომ ყელყელაობთ და ფასებზე მესაუბრებით და თურმე რომ დარდობთ. დარდშიც ფლიდები და ყალბები ხართ.” – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

თეგები: გია ცაგარეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved