• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი – რა კავშირში არიან პრეზიდენტი და “ოცნება” მილიონიან ხელშეკრულებებთან?

ალია ავტორი - ალია
17:37 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 5-მილიონ ლარამდე შესყიდვების ხელშეკრულებები სახელმწიფომ სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემწირველებთან გააფორმა:


დაადგინეს, რომ სამინისტრომ 1.23 მილიონლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და მეტი სამშრიანი პირბადე შეიძინა ძვირიანი მიმწოდებლისგან, ვიდრე უფრო იაფიანისგან.

ამასთან, როგიორც ირკვევა, 520,000 ლარის სამედიცინო პროდუქციაზე შეკვეთა აიღო სამშენებლო მასალების გამყიდველმა კომპანიამ, რადგან იმავე დამფუძნებლის კუთვნილი სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია “შავ სიაშია”.


გარდა ამისა “ფლანგვის დეტექტორში” აღნიშნავენ, რომ 2012-2018 წლებში, სახელმწიფოს მიერ ტენდერის გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 8 მილიარდ ლარს აღწევს.


“მიმდინარე პანდემიის პირობებში ხელისუფლება ათეულობით მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს სხვადასხვა მიმწოდებლებისგან.

2020 წლის 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ 10,520,000 ლარის პროდუქცია გამარტივებული წესით შეისყიდა, მათ შორის პირბადეები, სამედიცინო აღჭურვილობები და ა.შ.


შპს Weekend.
შპს Weekend-ის 100% წილს ბონდო გოლეთიანი ფლობს. ბონდო გოლეთიანს სალომე ზურაბიშვილისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო მის ბიზნესპარტნიორებს, ჭიჭიკო გოლეთიანსა და შალვა ერისთავს ერთად 95,000 ლარი. შპს Weekend-მა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის პირბადეებში სახელმწიფოსგან 1.43 მილიონი ლარის შეკვეთა მიიღო.

გარდა პირბადეებისა სამინისტრომ კომპანიისგან სხვა სამედიცინო პროდუქციაც შეიძინა – თერმომეტრები, სამედიცინო ტანსაცმელი, ბახილები – და ჯამში სალომე ზურაბიშვილის შემწირველის კომპანიას 4.2 მილიონ ლარამდე გადაუხადა.

შპს “ად მედია”

“ად მედიამ” ჯამში 37,200 ლარის ღირებულების 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო. ამ კომპანიის ერთერთი მეწილე სერგო გალუსტიანია, რომელიც ამავდროულად კომპანია რესპირატორის 100%-იანი მფლობელია. რესპირატორი რამდენიმე დღის წინ, 15 აპრილს დაარსდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მსხვილი შეკვეთა აეღო ფონდი ქართუსგან, რომლისთვისაც 4 მილიონ პირბადეს კერავს.

სერგო გალუსტიანს სალომე ზურაბიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის 100,000 ლარი აქვს შეწირული.

შპს “ედვინგსი”

ჯანდაცვის სამინისტრომ 3 აპრილს 20,000 ერთეული პლასტიკის ნიღაბი 44,000 ლარად შპს ედვინგსისგან შეისყიდა. ამ კომპანიას, რომელიც სულ რაღაც ერთი წლისაა, ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია და სახელმწიფოსგან მხოლოდ გამარტივებული შესყიდვით იღებს ფულს.

პირველი ასეთი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი ჯანდაცვის სამინისტროა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაქთაქიშვილია, რომელიც 2014 წელს აგრეთვე ქართული ოცნების შემომწირველი იყო.

შპს ჯეოფერუმი
კორუფციის მაღალი რისკიდან გამომდინარე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შპს “ჯეოფერუმი” – 2019 წელს დაარსებული სამშენებლო მასალების გამყიდველი კომპანია, რომელმაც სამედიცინო პროდუქციის შეკვეთა მიიღო სახელმწიფოსგან.
საქმე იმაშია, რომ მისი დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილი აგრეთვე 100%-იან წილს ფლობს კომპანია “ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორია, თუმცა სახელმწიფო შეკვეთის მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო შავ სიაშია შეყვანილი. ლურსმანაშვილმა გამოსავალი იპოვა და 520,000-ლარიანი ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროსთან “ჯეოფერუმის” მეშვებით გააფორმა. აქამდე “ჯეოფერუმს” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა საერთოდ არ ჰქონდა მიღებული.


ლურსმანაშვილს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის – 10,000 ლარი. ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს “ტანდემშიც”, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50,000 ლარი აქვთ შეწირული ქართული ოცნებისთვისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის. “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved