• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

₾2.6 მლნ-ის ტენდერები მიიღო კომპანიამ, რომელმაც გლდანში და წერეთელზე უხარისხოდ იმუშავა

ალია ავტორი - ალია
14:14 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
492

2021-22 წლებში თეთრიწყაროს მერიამ გზების ცუდად რეაბილიტაციაში ₾2.6 მლნ გადაიხადა – “ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელებული 2,358,000 ლარის სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც სოფელ გოლთეთში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას ემსახურებოდა.

ტენდერი თეთრიწყაროს მერიამ 2021 წლის 11 მარტს გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით 2,692,732 ლარი. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა ფასი ჰქონდათ დაფიქსირებული, კერძოდ:

  1. შპს იბერი – 2,267,044;
  2. შპს როუდ სოლუშენს – 2,154,187;
  3. შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ – 2,154,186;
  4. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო – 2,154,186.

აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ-მა. კომპანიას მის წინ მდგომ პრეტენდენტზე ზუსტად 1 ლარით ნაკლები თანხა ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო სიაში მის შემდგომ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ტენდერიდან დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ხარვეზის გამო. ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია კომპანიისთვის კონკურენტის ჩამოშორების ყველაზე გავრცელებულ გზაა. 1 ლარით ნაკლების შეთავაზება მის წინ მდგომ შპს როუდ სოლუშენ-ზე დამატებით საეჭვო გარემოებას წარმოადგენს, რადგან ერთ-რაუნდიანი ელექტრონული ტენდერების დროს პრეტენდენტები იმგვარად აფიქსირებენ მომსახურების ფასებს, რომ არ აქვთ წვდომა სხვა პრეტენდენტთა მიერ დასახელებულ ფასთა მაჩვენებლებზე. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე აქაც ხშირია შემთხვევები, როდესაც შემსყიდველის ფავორიტი კომპანიები ინფორმირებულები არიან სხვა კომპანიათა შეთავაზებულ ფასებზე და განგებ მცირედით დაბალი შეთავაზებით შედიან ტენდერში.

საბოლოო ჯამში ხელშეკრულება შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ-თან 2,154,186 ლარის ოდენობით გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში რამდენიმე თვეში შევიდა ცვლილება და 215,400 ლარით გაიზარდა, შესაბამისად 2,369,604 ლარი გახდა. ცნობისთვის, ეს თანხა 102,000 ლარით აღემატება ამ ტენდერში ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს, რომელთანაც ხელშეკრულება მათ შორის მაღალი ფასის შეთავაზების გამო არ გაფორმდა.

სამუშაოები თავდაპირველი ხელშეკრულებით 2021 წლის 7 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასრულების ვადამ სამჯერ გადაიწია და ის 2022 წლის 20 თებერვლით განისაზღვრა.

2023 წლის ივლისის თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული და ასფალტის საფარს აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი ბზარები. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგი იყო, რომელთა გამოვლენის ვალდებულება მერიის მუდმივმოქმედ ინსპექტირების ჯგუფსა და შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას ეკისრებოდა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

საეჭვო გარემოებაში ჩატარებული ტენდერი და თეთრიწყაროს მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის სათანადოდ შეუმოწმებლობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული ტენდერი მორგებული პირობებით ჩატარდა და სახეზეა კორუფციის მაღალი რისკები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 5 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ სხვა პროექტებზეც, რომელთა ღირებულება 949,600 ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. მათ შორის კვლავ მილენიუმ ბილდერ გრუპმა გაიმარჯვა  სოფ. ჯორჯიაშვილში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში, რა დროსაც მასთან გაფორმდა 249,600 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაშიც კომპანიამ კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ტენდერში. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით გზის ეს მონაკვეთიც დაზიანებული და დაბზარულია.

კომპანია

აღსანიშნავია თავად კომპანიის საქმიანობის ისტორიაც. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი  გიორგი ბუტიკაშვილია. კომპანიას ჯამში 94 ტენდერი აქვს მოგებული, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ კი 111,898,346 ლარი შეადგინა.

შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპმა” თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიბაზავრის) და ხარაძის ქუჩებზე, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, 2020 წელს გზის საფარის რეაბილიტაციაც გააკეთა. შესრულებული სამუშაოს ლაბორატორიული კვლევით (რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ აწარმოა) დადგინდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ არ აკმაყოფილებდა ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს.

  • შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” იყო აგრეთვე ის კომპანია, რომელიც წერეთლის გამზირის ორ მონაკვეთზე ახორციელებდა გზის საფარის რეაბილიტაციას. თბილისის მერიამ 2023 წელს მასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა ჯამური ღირებულებით 22,230,750 ლარი. როგორც ყველასთვის ცნობილია, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში ვერ მოესწრო. კომპანია ჯამში 18-ჯერ დაჯარიმდა სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო და 2024 წლის იანვარში თბილისის მერიამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

დასკვნა

2021-22 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 3,307,900 ლარი გადაიხადა 6 ინფრასტრუქტურულ პროექტში, ისე რომ არ მოახდინა შესრულებული სამუშაოების ხარისხის ადეკვატური მონიტორინგი და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რითაც არაეფექტურად განკარგა საბიუჯეტო სახსრები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ 2,588,700 ლარი მიიღო შპს მილენიუმ ბილდერ გრუპმა, რომელმაც ტენდერებში საეჭვო პირობებში გაიმარჯვა, ხოლო დაკისრებული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, თუმცა ამისთვის პასუხი არანაირი ფორმით არ უგია.

ამავე დროს ეს კომპანია აღნიშნულ შესყიდვებამდეც იყო შემჩნეული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში, კერძოდ 2020 წელს გლდანში გზების უხარისხოდ რეაბილიტაციისთვის. ხოლო 2023 წელს სწორედ ამ კომპანიამ ვერ შეასრულა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში.

2014 წლიდან დღემდე კომპანიამ 111 მილიონი ლარის ტენდერების და 2 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიუხედავად, ის სახელმწიფო ტენდერებში მაინც იმარჯვებდა.

თეგები: ფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved