• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, დათვის ტყვია, რეზინის ხელკეტი – ამ ბიჭებს რუსულმა ოცნებამ ანგარიშები დაუყადაღა” – ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
02:25 03-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,124

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:

?️ წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, დათვის ტყვია, რეზინის ხელკეტი… ეს მოკლე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენს ბიჭებს, ჩვენს მეგობრებსა და თანამებრძოლებს თითოეულ აქციაზე რუსული ოცნება ესვრის…

ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ამ ქვეყნის პატრიოტები და როცა რომელიმე ჩვენგანი რუსულ რეჟიმს ვერ ებრძვის და ვერ ახერხებს ეპიცენტრში ყოფნას, აქტივისტები მუდამ იქ არიან, ჩემს და შენს წილ საქართველოს იცავენ, ჩვენს ღირსებასაც და მომავალსაც… იცავენ იქამდე, სანამ ქურდულად, შეთხზული “ბრალდებით” დააკავებენ… მერე? მერე ჯარიმას უწერენ და სახლებში იმ იმედით უშვებენ სანქცირებული სასამართლოდან, რომ შემდეგ აქციაზე აღარ მოვლენ, მაგრამ ამ პატრიოტ და მებრძოლ ბიჭებს მძიმე ეკონომიკური პირობები ვერ აჩერებს… ამ ყველაფერმა ბევრ მათგანს ფაქტობრივად, პურის ყიდვის ტექნიკური საშუალებაც კი წაართვა. იმიტომ, რომ უკვე სახელმწიფოს სახელით რუსულმა ოცნებამ მათი ანგარიშები დააყადაღა… ზოგს მშიერი შვილი ჰყავს, ზოგიც თავად შიმშილობს, ზოგს დედისთვის წნევის წამალი ვერ მიაქვს სახლში, ზოგიც საერთოდ ემიგრანტთა რიგებს შეუერთდა…

მეგობრებო, ამ ადამიანებს ჩვენი თანადგომა არსებობისთვის სჭირდება, ცხოვრების ელემენტარული პირობებისთვის… ძალა ერთობაშიაო და ერთობით ჩვენი მებრძოლი პატრიოტებისთვის ჯარიმების გადახდის ფულის შეგროვება შეგვიძლია. თვეში თითო ლარის გაღებით ჩვენ ვერც კი ვიგრნობთ როგორ ამოვიყვანთ ამ ბიჭებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან, თუმცა იგრძნობენ ეს ბიჭები და მათი ოჯახები.

ვფიქრობ, თითო დაყადაღებულმა აქტივისტმა დადოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიში და ოდენობა. დავთქვათ დღე და 24 საათის განმავლობაში ჩავრიცხოთ თითო ლარი.

ახლა, ძალიან გთხოვთ, ნუ დავიწყებთ გარჩევას სადღა არის აქციები და ნურც მარჩიელობას შევუდგებით – იქნება თუ არა მიტინგები… ხვალ რომ ჩვენს ქვეყანას და მიხეილ სააკაშვილს დასჭირდეს, ეს ბიჭები ისევ წინა ხაზს დაიკავებენ… და კიდევ ერთი, ნუ მივაქცევთ ყურადღებას ვინ წავიდა პარტიიდან და ვინ დარჩა, ვინც იბრძოლა, ისევ მათ იმედზე ვართ, ისინი კი ჩვენს გვერდით ან წინ იდგენიან ანტიოლიგარქილ აქციებზე, მათ დავუდგეთ გვერდით, რომ ვიყოთ ჩვენს თავებთან მართლები…

მაგალითად: ჩვენი მეგობარი და პატრიოტი, ჩვენი გულიანი მეგობარი 7 მარტს აქციაზე სამსახურიდან წამოსვლის შედეგად მოვიდა, ხელმძღვანელმა არ გამოუშვა და დატოვა სამუშაო. შინ პატარა შვილი და მეუღლე ჰყავს, თუმცა დაყადაღებულია ოცნების მიერ…

ვინც ეთანხმებით, რომ ჩვენ ერთიბით შეგვიძლია მათი დახმარება, კომენტარებში დავპლიუსდეთ და მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინიციატივა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved