• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო ყიდულობს აშშ–დან და ექსპორტით მიდის რუსეთში – რა დოკუმენტები გადასცა ზელენსკიმ აშშ–ს და კიდევ რომელ ქვეყნებს ასახელებს სენატორი

ალია ავტორი - ალია
17:27 02-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
546

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა.

მან ამერიკელ მწარმოებლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რადგან მათი ჩიპები უკანონოდ არ მოხვდნენ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაში.

“Intel”, “AMD”, “Analog Devices” და “Texas Instruments” – ეს ის კომპანიებია, რომელთა მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

მიუხედავად ექსპორტის კონტროლის მნიშვნელოვანი გაფართოებისა, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო აღჭურვილობის მრავალი უცხოური კომპონენტი დასავლეთის ქვეყნებიდანაა. რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო. 

გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეკომიტეტს არ მიუღია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო კომპონენტების ამერიკელი მწარმოებლები, როგორიცაა ნახევარგამტარები, არღვევენ აშშ-ს ექსპორტის კონტროლს.

ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები – კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი – ლეგალურად ახორციელებენ აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებისთვის.

დოკუმენტები, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადმოგვცა, აჩვენებს, რომ ტექნოლოგიები რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ომის მანქანას გადის მესამე მხარესა და მეზობელ ქვეყნებზე. ამერიკულმა კომპანიებმა უნდა იცოდნენ რომ ისინი არღვევენ კანონს, ჩვენ დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებთ თუმცა მათთან გვაქვს კითხვები. ასტრონომიულად, 1000ჯერ გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთში 4 ამერიკული კომპანიიდან 2021 2022 წლებში, ამავე პერიოდში გაიზარდა ექსპორტი საქართველოში და ემთხვევა ყაზახეთის მაჩვენებელს.

რუსეთი იმდენად წარმატებით ახერხებს თავ აარიდოს შტატების ექსპორტის კონტროლს, რომ საბრძოლო მასალის იმპორტი უტოლდება დაახლოებით იმ მაჩვენებს, რაც იყო უკრაინაში შეჭრამდე. ეს მიუღებელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved