• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი დაჩქარებული ამნისტიები, როგორც წესი, საარჩევნო მოსყიდვის მიზნებს ემსახურება” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:26 02-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
? ამნისტიაზე
▪️ყველა, ვინც ხალხს ეუბნება, რომ ასეთი ტიპის ამნისტიის დაანონსებისას ციხეში პატიმრების რაოდენობის შემცირების ჰუმანური მიზნები ამოძრავებს, ან შეგნებულად ცრუობს ან წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს. საბოლოო ჯამში, ერთიც და მეორეც კატასტროფაა ქვეყნის კრიმინოგენული მდგომარეობისთვის.
▪️ასეთი დაჩქარებული ამნისტიები, დანაშაულის მდგომარეობის და რეციდივის საშიშროების ანალიზის გარეშე, როგორც წესი, საარჩევნო მოსყიდვის მიზნებს ემსახურება. ამ დროს არავის აინტერესებს როგორ აისახება ამნისტია ნარკოტიკების გასაღებაზე, კორუფციაზე, ქურდულ სამყაროზე და ა.შ. ციხიდან გამოსული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ჩაიდენენ თუ არა ახალ დანაშაულს. ამ დროს მთავარია, რამდენ ამომრჩეველთან ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცემა ხელისუფლებას.
▪️ასეთი ტიპის ამნისტიების დრო უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. არ შეიძლება დამნაშავემ შეღავათი ქვეყანაში დანაშაულის მატების ხარჯზე (ან მინიმუმ ამ რისკების შეფასების გარეშე) მიიღოს. ამნისტია ჰუმანური აქტი მაშინ არის, როცა კრიმინონეგული მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით და რეციდივის რისკების გაზომვით ხორციელდება. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და ბინძური პოლიტიკური ვაჭრობა.
▪️სწორედ ასეთი ამნისტიაა დაანონსებული, რომელიც ეხება ნარკოტიკების გამსაღებლებს, ქრთამის ამღებებს და მიმცემებს, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენებს, ყოველგვარი ანალიზის და რისკების შეფასების გარეშე.
▪️ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა დასრულდეს – შეღავათები ერთი მხრივ, დამსახურებული და მეორე მხრივ, კრიმინოგენული მდგომარეობის ადეკვატური უნდა იყოს.
▪️ამიტომ, ჩვენი ხედვაა, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება (იხ. კომენტარი) და ამ ქვეყანაში პირველად – სადამსჯელო პოლიტიკიდან პრევენციისა და დასჯის პოლიტიკაზე გადასვლა. ასეთი სისტემა გაუძლებს დროს და დაასრულებს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved