• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარტია, რომელიც მეტ ქალს შეიყვანს პარლამენტში, მეტ დაფინანსებას მიიღებს – ახალი კანონი

ალია ავტორი - ალია
14:57 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პარტია, რომელიც მეტ ქალს შეიყვანს მომავალ პარლამენტში,  მეტ დაფინანსებას მიიღებს – ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება“ ახალი ინიციატივით გამოდის, რათა 2020 წელს არჩეულ პარლამენტში მინიმუმ 30 ქალის ყოფნა უზრუნველყოს.

ამის შესახებ „2020NEWS“-თან  „ლელო საქართველოსთვის“  წარმომადგენელმა, კოსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა:

პარტიებს ვალდებულება ექნებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ. ხოლო რაც შეეხება 2021 წლის საკრებულოს არჩევნებს, პარტიებს დაევალებათ, პარტიული სიის ყველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ. 

უფრო მეტიც,  ამ ვალდებულებების გარდა, მმართველი პარტიის ახალი ინიციატივის მიხედვით, პარტია დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას საარჩევნო სიის ყოველი მესამეულში განსხვავებული სქესის წარმომადენელი ეყოლება წარდგენილი.

“ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სავალდებულო იქნება პარტიულ სიებში ოთხიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.  შესაძლოა, იყოს სამი მამაკაცი – ერთი ქალი, ან სამი ქალი – ერთი მამაკაცი ან ორი ქალი – ორი მამაკაცი.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საარჩევნო პარტიულ სიებში  ეყოლებათ არა  ოთხიდან ერთი, არამედ სამიდან ერთი განსხვავებული სქესის  წარმომადგენელი შეყვანილი, მაშინ ის მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსების  დამატებით კიდევ 30%-ს. ეს არ არის ისეთი კატასტროფული  ვალდებულება, რომლის შესრულება პარტიებს გაუჭირდეთ“

კვოტირებების მომხრე არ ვარ, რადგან ის გარკვეული ვითარების ხელოვნურად უზრუნველყოფაა. ნებისმიერ საქმეში უნდა იყვნენ ჩართული ის ადამიანები, რომლებსაც უკეთ შეუძლიათ საქმის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომელ  სქესს წარმოადგენენ.

კვოტირებები გამოიყენება ხოლმე, როცა შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი, ბუნებრივი წესით, უზრუნვლყოფა წარომადგენლობებისა. გავიმეორებ, არ ვარ კვოტირებების მომხრე, მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოში  არსებულ პრაქტიკას,  კვოტირების გარეშე შეუძლბელი ხდება მეტ-ნაკლებად  თანაბარი წარმომადგენლობა ქალებისა და მამაკაცებისა ამა თუ იმ წარმომადგენლობით ორგანოში“

როგორც სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მმართველი პარტია აღნიშნულ ინიციატივას – საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტში, საჯაროდ, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გამოიტანს. ამ ეტაპზე კი, ამ საკითხის განხილვა ოპოზიციურ პარტიებთან ვიდეოკონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved