• რეკლამა
  • კონტაქტი
11:58, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა… ცხოვრება აერია” – ვინ იყო “ციმციმა” , რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

ალია ავტორი - ალია
21:23 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
789

კად­რე­ბი, რო­მე­ლიც 1958 წლით თა­რიღ­დე­ბა და რო­მე­ლიც იური (ციმ­ცი­მა) ცინ­ცა­ძის ცეკ­ვას ასა­ხავს, 27 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

აჭარის აკადემიური ანსამბლის “არსიანი” პიარმენეჯერი, ირინა ჩახვაძე “ამბებთან” ამბობს:

“ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ან­სამ­ბლის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიო, ამას არა მარ­ტო დღეს, წლე­ბის მან­ძილ­ზე სულ ვა­კე­თებ. 2014 წელს აჭა­რის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა და მა­სა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვე. იქაც არის ბა­ტო­ნი იუ­რის ფოტო. იმა­ვე წელს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­ვა­კე­თე, სა­დაც და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ფილმში ბა­ტო­ნი იუ­რის მსგავ­სად, ან­სამ­ბლში მოღ­ვა­წე, ვირ­ტუ­ო­ზი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, ლე­გენ­დე­ბის კად­რე­ბიც არის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი. ან­სამ­ბლი 103 წლის არის და ეს იუ­ბი­ლეც გრან­დი­ო­ზუ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ…

ან­სამ­ბლი დღე­საც აგ­რძე­ლებს აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბას და ლე­გენ­დე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ილეთ-მოძ­რა­ო­ბებს არ ივი­წყებს. მოკ­ლედ, სულ ძი­ე­ბა­ში ვარ, მინ­და, ვი­პო­ვო რა­ი­მე ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა და ახლა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, დათო გვე­ტა­ძის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­პო­ვე ეს ვი­დეო, სა­დაც იური ცინ­ცა­ძე ცეკ­ვავს. ის ჩვენს გვერ­დზე მა­შინ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ვი­დე­ომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­პყრო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე. 27 თე­ბერ­ვა­ლი „ციმ­ცი­მას“ დღედ შე­ა­ფა­სეს.”

გენო ჭე­ლი­ძე გამოცემა ამბებთან, ამბობს:

– 30 წე­ლია, ჩემს ან­სამ­ბლს “ციმ­ცი­მა” ჰქვია. იუ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თან ცეკ­ვავ­და… ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში “ციმ­ცი­მას” რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მისი ცეკ­ვა მომ­წონ­და. თა­ვი­დან პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი და ისე გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ამან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო. მერე მი­თხრეს, მოდი, იცეკ­ვეო. ვი­ცეკ­ვე და ასე მი­მი­ღეს დიდ ან­სამ­ბლებ­ში. იური ძი­რძვე­ლი ბა­თუ­მე­ლი იყო, მა­შინ­დე­ლი მარ­ქსის ქუ­ჩე­ლი, ცოტა ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის კაცი გახ­ლდათ, ბევ­რი რამ შე­ემ­თხვა… “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვეც იყო, მაგ­რამ და­ტო­ვა და მერე ცხოვ­რე­ბა აე­რია, ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა. ხე­ლო­ვა­ნი კაცი გზა ხში­რად არ არის მარ­ტი­ვი… თუ დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და ხოლ­მე რამე, შე­ვეხ­ვე­წე­ბო­დით და გვეხ­მა­რე­ბო­და, ბო­ლოს იმა­საც ჩა­მო­შორ­და. კარ­გი შვი­ლი ჰყავს ეკა და კარ­გი სიძე.

იური (ციმ­ცი­მა) ცინ­ცა­ძე

 

ეკა ცინ­ცა­ძე, იური ცინ­ცა­ძის შვი­ლი, გამოცემა ამბებთან, ამბობს:

– და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ელე­ნე მი­წე­რია, მა­მა­ჩემ­მა ბე­ბი­ას სა­ხე­ლი და­მარ­ქვა, რად­გან მა­მას ბე­ბია ელი­ჩკა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ზრდი­და… მერე ჩემს ძმას უნ­დო­და, რომ ეკა და­ე­ძა­ხა და ეკა და­მი­ძა­ხეს, მაგ­რამ ჩემ­თვის მა­ინც გულ­ში ჩამ­წვდო­მია სა­ხე­ლი ელე­ნე და მი­ხა­რია კი­დეც… კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად ვნა­ხეთ, 1958 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც მამა 21 წლი­საა. ცეკ­ვა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო… დღეს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 27 თე­ბერ­ვალს. – ავტ.) უამ­რა­ვი ზარი და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და: “ეკა ნახე, რა კად­რე­ბია მა­მა­შე­ნის ცეკ­ვის?” და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ნუთუ, ეს ფირი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც დიდი ხანი ვე­ძებ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ვუ­ყუ­რე, მერე კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე და კი­დევ უფრო ამევ­სო გული სი­ა­მა­ყით, ბევ­რჯერ მსმე­ნია და გა­მი­გია, რომ „ციმ­ცი­მა“ შე­უ­და­რე­ბე­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ამ კად­რებ­მა გა­ა­ორ­მა­გა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი. მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ისე­თი გრძნო­ბაა, რა­მაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. მად­ლო­ბა მინ­და ყვე­ლას გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ეს კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, კერ­ძოდ, დათო გვე­ტა­ძეს და მი­რან­და ბაღ­და­დიშ­ვილს, ვინც პირ­ვე­ლად გა­ა­ზი­ა­რა. მად­ლო­ბა ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის და შე­ფა­სე­ბის­თვის.

 

იზოლ­და აბა­იშ­ვი­ლი იური ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლეა. ის ბა­თუ­მის ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტია, სა­დაც 60 წე­ლია მუ­შა­ობს:

რომ და­ი­ბა­და, მამა ომში იყო და 1942 წელს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­უხვრი­ტეს. დარ­ჩა ობო­ლი, რად­გან დედა გა­თხოვ­და. წა­ვი­და. მა­მამ და­უ­ბა­რა ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას, ეს ბავ­შვი მა­ინც გა­მი­ზარ­დე­თო. ისი­ნიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რომ კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო… იუ­რის ბე­ბია ისე უყ­ვარ­და, რომ ბე­ბია და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად მშობ­ლე­ბად მი­აჩ­ნდა. სახ­ლში ჰყავ­და ასე­ვე ბი­ცო­ლა და ბიძა, ყვე­ლა თავს ევ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ობო­ლი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ხელ­მოკ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ. მამა პო­ლი­ტი­კურ­ზე კი და­უხვრი­ტეს, მაგ­რამ მისი ერთი ძმა კონ­ტრა­ბან­დის გამო და­ი­ჭი­რეს და სა­პყრო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დამ ინერ­ვი­უ­ლა და 17 წლის გოგო სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი დედა, ელი­ჩკა ზრდი­და შვი­ლიშ­ვილს. ბე­ბოს ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ერთი შვი­ლი ჰყავ­და და ისიც ომის მო­ნა­წი­ლე. ასეთ რთულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და იზ­რდე­ბო­და.

რა­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რი ცეკ­ვის სტი­ლი ჰქონ­და. ამი­ტომ ერ­ქვა სცე­ნის ციმ­ცი­მა და მეტ­სა­ხე­ლად „ციმ­ცი­მა“ და­არ­ქვეს. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო და გან­ცხა­დე­ბა­ში მინ­დო­და, იური ცინ­ცა­ძე (ციმ­ცი­მა) და­ე­წე­რათ და რე­დაქ­ცი­ამ არ და­მა­ნე­ბა. მეტ­სა­ხე­ლი არ შე­იძ­ლე­ბაო. გა­ვი­და წლე­ბი და მის სა­ხელ­ზე ან­სამ­ბლიც შე­იქ­მნა. გენო ჭე­ლი­ძემ მისი ხათ­რით ან­სამ­ბლს “ციმ­ცი­მა” და­არ­ქვა. მერე მას­თან ცეკ­ვა­ზე ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ვიყ­ვა­ნე. გენო თა­ვად “ციმ­ცი­მას” მოს­წავ­ლე იყო და ბა­ძავ­და კი­დეც მას. “ციმ­ცი­მა” ნო­მერ 2-ად ით­ვლე­ბო­და. იუ­რის სი­ტყვე­ბიც კი მახ­სოვს, რომ გენო ჭე­ლი­ძე და იური ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თით­ქოს ჩემი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ა­ნო… ეს სტი­ლი თვი­თონ ჰქონ­და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ცეკ­ვის­თვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ეა­მა­ყე­ბო­და, უყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია. “სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა” რომ იხი­ლეს მისი ცეკ­ვა, იმ დღი­დან ან­სამ­ბლში წა­იყ­ვა­ნეს. თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი მის ძმა­კა­ცად ით­ვლე­ბო­და. „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“ 1958 წლის მერე1960-წლის ჩათ­ვლით იყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ­ზე დას­ჯი­ლი მა­მის შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ტრო­ლებ­ზე არ გა­უშ­ვეს. ის აფი­შე­ბი, სა­დაც მისი გვა­რი და სა­ხე­ლი, რო­გორც მო­ნა­წი­ლის ფი­გუ­რი­რებ­და, გა­და­კეთ­და. მერე გული დას­წყდა და ან­სამ­ბლი­დან ბა­თუმ­ში წა­მო­ვი­და. ცხოვ­რე­ბაც აე­რია. ვე­ცა­დე, მის იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ოჯა­ხი დარ­ჩა ისე­თი, რო­გო­რიც ალ­ბათ მას უნ­დო­და რომ ჰქო­ნო­და.

სრულად

“ციმ­ცი­მას” ცეკ­ვა, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved