• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ” – დანიგანის პასუხი “ხალხის ძალას” და “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
16:23 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან, ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს:

„უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება სამუშაო ადგილზე უფრო ინკლუზიურები იყვნენ და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ. მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს დაეხმაროს, უფრო ინკლუზიურები იყვნენ.

რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს“.

ინფორმაციისთვის, როგორც “ნეტგაზეთი” წერს, კონსერვატიული გამოცემის, „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ბლინკენმა სახდეპის თანამშრომლებს სთხოვა, შეძლებისდაგვარად, „გენდერულად ნეიტრალური ლექსიკა“ გამოიყენონ, რათა ამით „გამოხატონ პატივისცემა და თავიდან აირიდონ გაუგებრობები“. თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს, დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა დაჟინებით არავის სთხოვონ იმავეს გაკეთება.

დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ უმჯობესია, არ იყო გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს.

„ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

“გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას კი – დედა ენა” – პარლამენტის თავმჯდომარე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved