ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი დარწმუნებულია, რომ რუსული დენზინფორმაციული კამპანიის დასაფინანსებლად, პროპაგანდისთვის და ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს,
რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტივს საქართველოსთვის და რომელიმე დემოკრატიისთვის. არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, შტატებიდან არის სრული მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ცესკოსთან იმისთვის, რომ არსებობდეს რწმენა და ნდობა, რომ როცა ადამიანი წავა არჩევნებზე და მისცემს ხმას, მის ხმას სამართლიანად დაითვლიან და არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. რადგან საფრთხე იმისა, რომ რუსეთი შეეცდება შეასუსტოს ნდობა დამოუკიდებელი პროცესებისა და საარჩევნო პროცესების მიმართ, ნამდვილად არსებობს, – თქვა დენიგანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა რომ მოსკოვი შეეცდება, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.
კომენტარები