მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სროლა მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
კომენტარები