უბედური შემთხვევა გორის შემოსასვლელთან – რამდენიმე წუთის წინ, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.
კომენტარები