• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TI: ხობის მერიის 10.8 მილიონიანი ტენდერი სს “არქეოპოლისზეა” მორგებული? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:02 02-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

ხობის მერიამ 6 სხვადaსხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT240000878). ტენდერის ღირებულება 10,818,151 ლარია. ზუსტად ეს თანხა შესთავაზა სატენდერო დოკუმენტებში სამუშაოების ღირებულებად ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას  კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა”. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ სატენდერო პირობებით, ხობის მერიამ პოტენციურ მიმწოდებლებს მაღალი ფინანსური მოთხოვნები წაუყენა – შესყიდვაში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება და 2021 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 32,454,453 ლარზე ნაკლები – ეს თანხა ზუსტად 3-ჯერ აღემატება ტენდერის საწყის ღირებულებას. სს “არქეოპოლისს” ამ ოდენობის კაპიტალბრუნვის დადასტურება არ გაუჭირდებოდა, ხოლო ხობსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული ტენდერი, ექვსივე დასახლებაში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადოს ცალ-ცალკე, სატენდერო პირობები კი ჩამოაყალიბოს იმდაგვარად, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანია კონკურენციის პირობებში შეირჩეს.

ხობის მერიამ მსგავსი პრაქტიკას შარშანაც მიმართა.  2023 წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT230001465 – https://shorturl.at/ghkOW) მსგავსი პირობებით: 5 სხვადასხვა დასახლებაში გზის დასაგებად 7,704,740 ლარის ღირებულების ერთი ტენდერი გამოაცხადა და პრეტენდენტებს პირობად დაუთქვა ბოლო 3 წლის განმავლობაში 34,671,330 ლარის სამუშაოების გამოცდილება. შარშანდელ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისმა”.

მომსახურების რამდენიმე ტენდერად გამოცხადება გაზრდიდა კონკურენციას. გასულ წლებში ასეთი იყო ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო პრაქტიკაც, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხობის მერია ცდილობს, რომ რამდენიმე დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მომსახურების ერთი ტენდერით შეისყიდოს. შარშან ასეთ ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული სს “არქეოპოლიის” წელსაც, სავარაუდოდ, უკონკურენტოდ გაიმარჯვებს.

აქამდე სს “არქეოპოლისი” ტენდერებს მსგავსი პირობებით აქტიურად იგებდა სენაკის მუნიციპალიტეტში (https://shorturl.at/rtuBP), რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევები არაერთხელ გამოაქვეყნა,” – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved