• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ავიღებთ ხელში იარაღს – შემთხვევითი არ არის, რომ ამისკენ პარლამენტის თავმჯდომარე გვიბიძგებს” – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
22:26 02-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

 

ნაწყვეტი შალვა პაპუაშვილის გამოსვლიდან: “როგორ ფიქრობთ, ეს აღიარებაა ლეგიტიმაციის, როდესაც ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულს, მილიონი ამომრჩევლის, ეძახი პრორუსს, რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას უნდა ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ”.

ანუ რისი თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარეს?.. რომ თუ მათი პრორუსულობის გჯერა, იარაღით უნდა დაამხო? და რადგან პარლამენტთან დღეს ავტომატების კაკანი და ზარბაზნების გრუხუნი არ ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს არ ემსახურება? ან თუ ემსახურება, მაშინ ქართველ ხალხს საკადრისი რეაგირებისთვის გამბედაობა არ ყოფნის?

დიახ! ივანიშვილი და მისი მარიონეტები, მათ შორის თავად პარლამენტის თავმჯდომარე, წლებია კრემლის ინტერესებით მოქმედებენ და მასთან სინქრონულად თამაშობენ, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ პრორუსები და საქართველოს ინტერესების დამაზიანებლები არიან და ვიღაცისთვის შეიძლება იარაღით დამხობასაც იმსახურებენ და ისე მოპყრობასაც, როგორც საქართველოში, ისტორიულად, ერისა და სახელმწიფოს მიმართ, შეგნებულად ზიანის მიმყენებლებს ექცეოდნენ. და ეს ასეც მოხდებოდა, რომ არა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.

პირველი: სწორედაც რუსეთის ინტერესებშია, რომ დღეს ხალხმა ხელში იარაღი აიღოს და ხელისუფლება დაამხოს. შეიარაღებული გადატრიალებით ხელისუფლების ცვლილება კრემლის ნაცადი ხერხია, რომელსაც აქტიურად იყენებდა და იყენებს სამეზობლოსა თუ რეგიონში, რასაც, როგორც წესი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათამკვლელი ომი, სახელმწიფოებრიობის მოშლა, ინფრასტრუქტურის განადგურება და განგრძობადი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი მოჰყვება. ალბათ, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ამისკენ თავად პარლამენტის თავმჯდომარე გვიბიძგებს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან.

მეორე: არ ავიღებთ ხელში იარაღს, იმიტომ კი არა, რომ მტრის სამსახურში ჩამდგართან იარაღით დაპირისპირება სირცხვილია, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლების ამგვარი ცვლილებით საქართველო ვერაფერს მოიგებს და უამრავ რამეს დაკარგავს, მათ შორის უკრაინელი ხალხის სიმამაცის წყალობით გახსნილ ევროატლანტიკური ინტეგრაციის უნიკალურ, ისტორიულ პერსპექტივას, რომლის გაქრობაც სწორედ რუსეთისა და პუტინის მთავარი ამოცანაა.

მეტიც, ხელისუფლებიდან თქვენს გასაშვებად არანაირი ავტომატი და ზარბაზანი არ არის საჭირო. გაიხსენეთ გასული წლის მარტი, როდესაც მოსახლეობამ სწორედაც რომ დაიჯერა კრემლის სახელმძღვანელოს, შესაბამისად, თქვენი მოქმედების ამბავი და რუსული კანონის მიღების მცდელობისთვის ისეთი სილა გაგაწნათ, რომ წამსვე აიღეთ ხელი განზრახვაზე. ჩათვალეთ, მაშინ გაგიშვათ საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან, ავტომატებისა და ზარბაზნების გარეშე, ერთიანობით, ორგანიზებულობით, პრინციპულობითა და საკუთარი ნების მკაფიოდ დემონსტრირებით.

უბრალოდ, ამ ვერდიქტის გაფორმება და მშვიდობიანი და ლეგიტიმური მეთოდებით თქვენი საბოლოოდ სახლში გაშვება წლის ბოლოს არჩევნებზე მოხდება ისე, რომ ამით საქართველოს პერსპექტივა და მომავალი არ დაზიანდეს და თქვენც, საკუთარი შეცდომების უკეთესად გააზრებისა და მონანიების საშუალება მოგეცეთ.

და თუ პარლამენტის თავმჯდომარე იმას გულისხმობდა, რომ ქართველ ხალხს ხელში იარაღის ასაღებად გამბედაობა და სიმამაცე არ ეყოფა, იმ იუნკრებისა და ოფიცრებისგან განსხვავებით, რომლებიც საუკუნის წინ რუსეთის წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში დაუპირისპირდნენ და რომელთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად თავად იდგა პარლამენტის წინ, ჯობია პირველ რიგში საკუთარ სიმხდალეზე დაფიქრდეს: მან ვერც იმ ქვეყნის ხსენება გაბედა, საიდანაც წითელი არმია შემოვიდა და სახელმწიფო და თავისუფლება წაგვართვა, და ვერც იმ წარმოშობით ქართველის, რომლის ბრძანებითაც საქართველო “გადახნეს”. ერის საუკეთესო ნაწილი გაჟლიტეს, დანარჩენი კი ერთ დიდ ციხეში მოაქციეს, სადაც ზუსტად ისეთი ქართველების “გამოყვანა” დაიწყეს, დღეს მტრის ხსენებისაც კი რომ ეშინია..

“ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარეა,
შორს გაუსხლავი ლურჯი ბაღი.
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხლად მარხია ხალხი”.

რუსული ოკუპაციის წელსვე დაწერა ეს სტროფი ტერენტი გრანელმა, ლექსს ასეც ჰქვია – 1921.

და როდესაც ბატონი პაპუაშვილი მიმდინარე ოკუპაციაზეც ისე საუბრობს, თითქოს ეს მტრის სამხედრო აგრესია კი არა სტიქიური უბედურება იყოს, საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად იცის, რომ ოკუპაციას ავტორი ჰყავს: ცივსისხლიანი მკვლელი პუტინი და რუსული ტერორისტული სახელმწიფო. და სანამ ამ ელემენტარული ჭეშმარიტების საჯაროდ და პირდაპირ თქმის გამბედაობა არ ექნება, არ უნდა გაუკვირდეს რომ ისიც და ივანიშვილის სხვა მარიონეტებიც საქართველოს მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხელისუფლების მოკავშირეებად და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებლებად დარჩებიან.

იარაღს და შეიარაღებულ გადატრიალებას კი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ალბათ, მხოლოდ პროვოკატორი თუ ახსენებდა და რა სამწუხაროა, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარე – სპიკერ-პროვოკატორი აღმოჩნდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved