• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NDI: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ალია ავტორი - ალია
21:48 02-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის განცხადებით, 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

მათი თქმით, ცვლილებებმა, შესაძლოა, ცესკო-ს მიმართ ნდობა უფრო შეამციროს.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომლებიც მესამე მოსმენით იქნა მიღებული 2024 წლის 20 თებერვალს, როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ცესკოს შემადგენლობისა და წევრების არჩევის პროცესმა. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, 19 აპრილის შეთანხმებით, რეკომენდებული იყო ცვლილებების განხორციელება ცესკოს წევრების დანიშვნის პროცესში, რათა კონსენსუსის საფუძველზე, პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერით მომხდარიყო ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ხუთი წლის ვადით არჩევა. არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. ამ დროიდან არცერთ დასახელებულ კანდიდატს არ მიუღია ხმების ორი მესამედი და შედეგად, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, კალანდარიშვილი ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე და საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად. რაც ყველაზე საყურადღებოა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა. ეს ყოველივე, საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ მაღალ ბარიერთან ერთად, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 19–25 თებერვალს იმყოფებოდა. NDI-ის ცნობით, ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ანტიკორუფციული ბიუროსა და ცესკოს ხელმძღვანელს შეხვდნენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved