• რეკლამა
  • კონტაქტი
13:15, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღირსია ასეთი ადამიანი ნათლობის მადლის?” – თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
17:24 02-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,133
დეკანოზი თამაზ ლომიძე:
კიდევ ერთხელ მიუნხენში, შტუტგარტში, ფრანკფურტში, ნიურნბერგში და ზაარბრიუკენში მცხოვრებთა საყურადღებოდ ანუ იმ ქალაქების გასაგონად, სადაც არსებობს ჩვენი სამრევლოები, სადაც პირადად გეახლებით ხოლმე ყოველთვე და ტარდება წირვა-ლოცვა:
ნუ ეცდებით ტელეფონის ან ვინმე ნაცნობის საშუალებით დაგვიკავშირდეთ და დაუსწრებლად შეათანხმოთ ნათლობა, ჯვრისწერა ან სხვა საეკლესიო საჭიროება. მითუმეტეს, ისეთებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მაგ ქალაქებში ცხოვრობთ და ერთხელაც არ მოსულხართ ტაძარში. ამ ქალაქებიდან ტელეფონით ვერავინ შეგვითახმებს ნათლობას. ეს გამორიცხულია. კეთილი ინებეთ, იკადრეთ, დაგვდეთ პატივი და ნათლობის ან ჯვრისწერის შესახებ გასაუბრების გამო მაინც მობრძანდით პირადად, გაგვეცანით ვინ ხართ, რა გწამთ, როგორ გწამთ და შემდეგ გადავწყვეტთ, შეიძლება თუ არა ნათლობა ან სხვა საიდუმლოს აღსრულება თქვენთვის.
რეალურ მაგალითს მოგიყვანთ: ტელეფონით მირეკავს ადამიანი (არაერთხელ მომხდარა) და პირდაპირ მთხოვს ნათლობის თარიღის ჩანიშვნას. მე ვეკითხები: თქვენ სად ცხოვრობთ? ის მპასუხობს: შტუტგარტში. მე ვეკითხები: – რამდენი წელია? ის: – 10 წელიწადია. შემდეგ ვეკითხები: მე გიცნობთ თქვენ? ის მპასუხობს: – არა, არ ვყოფილვარ არასდროს შტუტგარტის ეკლესიაში. ვეუბნები: მე ვერავის შვილს ვერ მოვნათლავ თუ არ ვიცნობ მის მშობლებს და არ ვიცი მათი რწმენა. უნდა მობრანდეთ ტაძარში, გაგიცნოთ, გავისაუბროთ და შემდეგ გეტყვით პასუხს. მისი პასუხი გაგაოგნებთ: წირვამდე რომ მოვიდე შეძლებთ გასაუბრებას? არ გვცალია, უნდა გავიქცეთ, საქმე გვაქვს და ვერ დავრჩებით დიდხანსო. გესმით? 10 წელია ერთხელაც არ მოსულა წირვაზე, ახლა ბავშვის მონათვლა უნდა და დროც არა აქვს, რომ მღვდელს წესიერად გაესაუბროს მისი შვილის ნათლობის შესახებ. გეკითხებით: ღირსია ასეთი ადამიანი ნათლობის მადლის? მგონია, რომ – არა. რადგან არ სცემს პატივს ჩვენს სარწმუნოებას და არც ესმის, რას ითხოვს. ნათლობა ნივთი არ არის, რომ Amazon-ზე შეუკვეთო, ჩაიცვა და ქრისტიანი გახდე. ნათლობა ცოცხალი რწმენაა, რწმენით ცხოვრებაა და ეკლესიასთან სიახლოვეა. არ გინდა ეკლესია? მაშინ, დაანებე ამ ნათლობანას თამაშს თავი, რადგან ნათლობა ეკლესიის გარეშე არ არსებობს.
ასეთია ქრისტიანული წესი, ასე ხდება ჩვენს სამრევლოებში და თუ ვინმე, სადმე არღვევს ამას და სხვანაირად იქცევა, ეს ჩვენ სრულებით არ გვაინტერესებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved