• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები!” – მარნეულის ეპისკოპოსი

ალია ავტორი - ალია
15:31 02-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,096

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს 2021 წლის პოსტს და წერს:

იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები!

ეპისკოპოსის 2021 წლის პოსტი:

მინდა გამოვეხმაურო დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებულ სიცრუესა და ცილისმწამებლურ ბრალდებებს,რომელიც მან ა.წ თხუთმეტ დეკემბერს სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაქვეყნა.
✝️ სამწყსოს წინაშე,რომელიც სამიზნე გამხდარა შფოთისა და არეულობის შეტანისა,თავი მოვალედ მივიჩნიე ნათელი მომეფინა იმ გარემოებებისთვის,რის გამოც იქნა სინამდვილეში განტევებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან.
✅ მოგახსენებთ,რომ იგი ბოლნისის ეპარქიიდან 2014 წელს გადმოვიდა;მას შუამდგომლობა გაუწია მაშინდელმა მთავარსტიქაროსანმა.ჩემს მიერ იგი ჩაყენებულ იქნა უპირატეს მდგომარეობაში,დაინიშნა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ჩაბარდა სამრევლო.ერთი წლის თავზე გათვალისწინებულ-დაფასებულ იქნა მისი მოღვაწეობა და წარდგინდა უწმინდესთან დეკანოზის ხარისხში აღსაყვანად და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებაზე.აქვე კათალიკოს პატრიარქმა გაითვალისწინა რა მისი რთულ რაიონში მსახურება მიტრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.
? რაც შეეხება კონფლიქტს… პირველი ოფიციალური შენიშვნა/საყვედური მას გამოეცხადა საეპარქიო კრებაზე,იმის გამო,რომ მან საჯაროდ შეურაცხყო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი და განაცხადა,რომ კრეტის კრებაზე არ გამგზავრებით “საქართველოს ეკლესიამ პილატესავით ხელი დაიბანა…” ამას მალევე მოჰყვა კონფლიქტი ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით.მოგახსენებთ,რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სპეციფიურობიდან გამომდინარე დამკვიდრებული მაქვს პრაქტიკა – ტაძრის ყოველი შემოსავალი(შესაწირი,საეკლესიო მაღაზია,რიტუალები) ამავე ტაძრის წინამძღვრის განკარგულებაშია.მამა ილიას შემთხვევაში “გვადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ ..”უნდა აღინიშნოს,რომ ამ პერიოდში ეპარქია ახალი დაარსებული იყო და მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა როგორც ფიზიკურად ასევე მატერიალურად.მიუხედავად ამისა მას არა ერთი დახმარება გაეწია საეპარქიო სახსრებიდან.სასესხო ვალდებულებიდან დახსნილ-იქნა მისი ოჯახის კუთვნილი ოქროულობა.ასევე, ჩემი კეთილი ნებით,ანაზღაურებულ-იქნა ზარალი,რომელიც მან მიიღო მისივე სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის დროს.
რაც შეეხება მისი წასვლის მიზეზს… ერთ დღეს იგი აღშფოთებული მოვიდა რეზიდენციაში და კატეგორიული ტონით მომთხოვა გამეწია მისთვის ფინანსური დახმარება,რაც მანამდეც არაერთხელ გამეკეთებინა.სანამ ფინანსურ საკითხს განვიხილავდი გადავწყვიტე მღვდელთმთავრული და ძმური შეგონება-დარიგება მიმეცა მისთვის,რამაც მასში უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია და მღვდლისთვის შეუფერებელი საქციელით,ტონის ამაღლებითა და მაგიდაზე ხელის დარტყმით წამიყენა ბრალდება ეპარქიის ფინანსების არამიზნობრივ და არაკეთილსინდისიერ განკარგვაზე.მან მიმითითა,რომ სამღვდელოებისთვის უნდა მეკითხა როგორ განმეკარგა საეკლესიო ქონება და საეპარქიო სახსრები,(ეპარქიას,რჯულის კანონის თანახმად,ჰყავს ეკონომოსი)რითაც მან გადაამეტა სამღვდელო უფლება-მოსილებას,შეიჭრა მღვდელმთავრის კომპეტენციაში და უხეშად დაარღვია საეკლესიო კანონიკური ნორმები.ის დღესაც მზაკვრულად და შეგნებულად ცდილობს შეიყვანოს მრევლი შეცდომაში და წარმოაჩინოს სიცრუე ჭეშმარიტებად.მას,ვისაც სასულიერო სემინარია-აკადემიის კარი “ხშირად შეუღია” მოეხსენება შემდეგი კანონების შესახებ :
?მოციქულთა კანონი 39, 41.
?IV მსოფლიო კრების კანონი 26.
?საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება თავი VII.24.
მას ჩემგან, როგორც უსაფუძვლო ბრალმდებელს, შეუჩერდა მღვდელმოქმედება.
კანონთა განმარტებიდან: “ კანონი ეპისკოპოსს განუწესებს მართოს მთელი საეკლესიო ქონება თავის შეხედულებისამებრ.ამასთან ის არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული,მმართველობისას მას თვალწინ მხოლოდ საღვთო სამართალი უნდა ედგას და იცოდეს,რომ ღმერთი ხედავს მის საქმეებს და მის წინაშე მოუწევს ყველაფერზე ანგარიშის ჩაბარება.”
“თუკი ყოველ ერთგულ მორწმუნეს აქვს და,უნდა ქონდეს კიდევაც,თავისი ვალდებულებებისა და სინდისის თანახმად,ეპისკოპოსისადმი სრული ნდობა იქ,სადაც საქმე მის უკვდავ სულს ეხება,მაშინ მით უფრო უნდა ენდოს მას ისეთ საქმეში,რომელიც ისეთ მიწიერ საკითხებს ეხება,როგორიცაა საეკლესიო ფული და საერთოდ საეკლესიო ქონების განმგებლობა.”
“მმართველი მღვდელთმთავარი საეკლესიო ქონებაზე პასუხისმგებელია კათოლიკოს პატრიარქისა და წმიდა სინოდის წინაშე.”
P.S. თუმცა რა უნდა ესაუბრო პიროვნებას,რომელმაც უწმინდესის ორმოცდაოთხ წლიანი საქმენი სულიერი აღმშენებლობლისა დამანგრეველად შერაცხა,ხოლო დამანგრეველისა აღმაშენებლად!

 

ვინ არის ეპისკოპოსი, რომელიც დაქორწინდა? – “თაიმერი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved