• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამი საეჭვო სიკვდილი – მოკლა თუ არა ის რუსულმა დაზვერვამ? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:01 02-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
– ავდიივკის აღებით გათამამებულმა რუსულმა სამხედრო ნაწილებმა მასირებული იერიშები წამოიწყეს ზაპორიჟიას ოლქში ლობკოვე-პიატიხატკისა და რობოტინეს მონაკვეთზე, დონეცკის ოლქში ვუჰლედარზე, ლუგანსკის ოლქში კრემინას შემოგარენზე ხოლო ხარკივის ოლქში სინკივკაზე. რაც რუსებმა ამ შეტევების შემდეგ გამოიღეს მხოლოდ 2022 წლის უგუნური შეტევების შემდეგ დამდგარ რეალობა შეედრება – რობოტინესა და პიატიხატკის მონაკვეთებზე ასეულობით სამხედრო და ათეულობით ტექნიკა დაკარგეს, ვუჰლედარში წინა წლის კადრები განმეორდა სადაც ქალაქის შემოგარენი დამწვარი ტექნიკითა და დახოცილი რუსი სამხედროებით იყო სავსე, კრემინას ტყეში უკრაინელებმა რამდენიმე ადგილას ჩასაფრება მოუწყვეს რუსებს ხოლო სინკივკაში რუსული შეტევა სრულად ჩავარდა.
მიუხედავად ამხელა მსხვერპლისა ჯერჯერობით რუსული შეტევები არ შეჩერებულა. აშკარაა 2023 წლის უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ გათავისუფლებული ტერიტორიის ხელახლა დაკავება და დონეცკის ოლქში მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის ათვისება სურთ, მაგრამ დანაკარგების სიუხვიდან გამომდინარე ამას რამდენად შეძლებენ ძალიან საეჭვოა. ჯერჯერობით უკრაინული თავდაცვა შესანიშნავად უმკლავდება რუსულ დაწოლას ყველაზე ცხელ მონაკვეთებზე. ავდიივკას ევაკუაციასაც სამხედრო მკვლევარები გონივრულ ნაბიჯად აფასებენ. უკრაინა იმხელაა სტრატეგიული სიღრმე აქვს და პრაქტიკულად დაუცველი ქალაქის შენარჩუნებისათვის ძალიან დიდი ძალების დაკარგვა არ ღირდაო.
– ავდიივკას აღების შემდეგ რუსებმა მინიმუმ ოთხი სუ-34 და ორი სუ-35 დაკარგეს. დონეცკის ოლქში აქტიურობა ძალიან ძვირად დაუჯდათ რუსულ ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს. როგორც ჩანს უკრაინელებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მისწიეს ჰაერსაწინააღმდეგო PATRIOT-ის სისტემები. საინტერესოა, რომ რუსული თვითმფრინავები მარიუპოლისა და აზოვის ზღვის სიახლოვეს იქნა ჩამოგდებული.
– რუსები ავდიივკასთან მდებარე მცირე დასახლება ლასტოჩკინეს უტევენ. აღების პირველი მცდელობა იმით დასრულდა, რომ რუსები ჩასაფრებაში მოყვნენ და დანაყოფი გაუნადგურდათ რის შემდეგაც ძირითადი ნაწილების დასახლების შემოგარენში გამაგრება მოხდა.
– უკრაინელებმა HIMARS-ით რუსული პოზიცია დაბომბეს დონეცკის ოლქში, ვოლნოვახასთან, მარიუპოლის გზაზე. მოკლულია 67 რუსი სამხედრო და პოლკოვნიკი. აშკარაა ისინი არასაბრძოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რაც მათზე ზუსტი დარტყმებით დასრულდა. მიცვალებულები მდელოზეა მიმოფანტული.
– ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ პლაცდარმი, კრინკის მიმართულებაზე რუსმა პროპაგანდისტებმა გამოაცხადეს დასახლება ავიღეთო. რუსმა სამხედროებმა უარყვეს არ აგვიღიაო. შემდეგ დროშის დაკიდების ვიდეო გაავრცელეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა სრულიად სხვა ვითარებას აღწერდა: დროშა დაკიდეს, ადგილი მიატოვეს და უკან გაიქცნენ. შესაბამისად, კრინკის პლაცდარმი უკრაინელთა ხელში რჩება.
– უკრაინელებმა დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს საარტილერიო იერიში.
– შვედეთი 700 მილიონამდე დოლარის შეიარაღებას გამოვიდა უკრაინისათვის. მათ შორისაა საარტილერიო ამუნიცია, რომელიც ასე სჭირდება უკრაინას ახლა.
– ირანი რუსეთს 400 მძლავრ ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს. ჯერჯერობით უცნობია თუ რის სანაცვლოდ გააკეთებს თეირანი ამას, მაგრამ აშკარაა ის სამაგიეროდ ისეთ რამეს იღებს, რაც როგორც ისრაელს ისე მთელს რეგიონს შეუქმნის საფრთხეს. პრაქტიკულად, რუსეთის მთავარი აღმჭურველი ჩრდილოეთ კორეა და ირანია.
– ბოლო 48 საათია ნავთობტერმინალებზე აფეთქებებია როსტოვსა და ნიჟნი-ნოვგოროდში. უკრაინელები რუსების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს ურტყამენ.
– დაუდგენელ ვითარებაში მკვდარი იპოვეს როსნეფტის უფროსის, იგორ სეჩინის 35 წლის ბიჭი, ოლიგარქის მემკვიდრე ივან სეჩინი. სიკვდილის თარიღად 5 თებერვალია დაფიქსირებული, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მჟღავნდებოდა. ის მოსკოვის სიახლოვეს ერთ-ერთ სოფელში იპოვეს მკვდარი. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება, მაგრამ ეს ძალიან საეჭვო ინფორმაციაა. სეჩინი ხასიათდებოდა ადამიანად, როგორც “ერთადერთი პირი, რომელსაც პუტინი ენდობა”. უცნობია რა არის მისი სიკვდილის მიზეზი და ისიც საინტერესოა თავად თუ სეჩინი ენდობა ოფიციალურ ინფორმაციას.
– ოფიციალური ვერსიით თავი თვითმკვლელობით დაასრულა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსული სამხედრო ტელეგრამ არხის Murz-ის ხელმძღვანელმა ანდრეი მოროზოვმა. მან ავდიივკაში რუსულ კატასტროფულ დანაკარგებზე დაიწყო საუბარი, რის გამოც სხვა პროპაგანდისტები მის თავს ითხოვდნენ. ჩრდილოეთ კორეიზაციას ვადევნებთ თვალს.
– ოფიციალური ინფორმაციით ის რუსი შვეულმფრენის პილოტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უკრაინის მხარეს Mi-8 გადააფრინა ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ამას უკრაინის სამხედრო დაზვერვაც ადასტურებს. მოკლა თუ არა ის რუსულმა დაზვერვამ თუ მისი სიცოცხლის დასაფარად მიზანმიმართული დადგმული ოპერაციაა ამას ალბათ ვერ გავიგებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved