• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ამ დღეს თმას შეიჭრით, საფრთხეში ჩაიგდებთ სიცოცხლეს”

ალია ავტორი - ალია
20:52 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,537

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ “თბილისელებთან” თმის შეჭრაზე საუბრობს და ამბობს, რომ კვირის ზოგ დღეს თმის შეჭრით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საფრთხეში იგდებს სიცოცხლესაც.

“თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას და ჩვენს წარსულსა და აწმყოს ინახავს. ეს ყოველივე კი უდიდეს გავლენას ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა ეს თქვენთვის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევს რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. თმის შეჭრა არც კვირა დღეს ვარგა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ბედ-იღბალსა და კარიერას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნით. გარისკვა არ ღირს და უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ თმის შეჭრისთვის თქვენთვის სასურველი და უსაფრთხო დღე. ამ დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც – თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში, მაშინ – შედარებით გვიან.

თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათ დღეს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს. პარასკევს ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. ასევე, შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდებით და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. კვირა დღეს თმის შეჭრით კი კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved