• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიამ დაამტკიცა, რომ ის არის საუკეთესო კრიზის მენეჯერი, მაგრამ…”

ალია ავტორი - ალია
20:46 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

როგორ ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს” მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის გამო გადადგმული და ეკონომიკის ამუშავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შეფასებისას განუცხადა, მთავარი ის კი არაა რას და როდის გახსნი, არამედ მთავარია როგორ გახსნი და აამუშავებ ეკონომიკასა და ბიზნესს.

„ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება, იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ. ტურიზმი დღესაც რომ გახსნა, ტურისტი არაა და რა უნდა გააკეთოს? ან იგივე ფრენები რომ გახსნა, ფრენები ვერ იქნება რეალურად, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანა ჩაკეტილია. ასე რომ ამ გეგმაში მთავარი ის კი არ არის, რას და როდის გახსნი, მთავარია როგორ გახსნი და როგორ აამუშავებ ამას. კი ბატონო, გახარიამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რას გახსნის, შეიძლება გახსნას, მაგრამ როგორ აპირებ შემდეგ ამის ამუშავებას, ეს არის მთავარი კითხვა.

გახსნა ნიშნავს სხვა რამეს, ის უნდა ამუშავდეს, დაიქოქოს და გადაადგილდეს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვს ჯერჯერობით წარმოდგენილი.

კრიზისის მართვის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ სისტემური შენიშვნები ჩვენ არ უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის იმ ტიპის პრობლემა, რომლის დროსაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული და ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ისეთი სერიოზული შეცდომები ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ დაუშვია, გარდა ერთისა, როცა გაახანგრძლივა აღდგომის შემდეგ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა. ასე რომ აქ მე სერიოზული პრეტენზიები არ მაქვს. ჩემი პრეტენზიები უფრო მომავლისკენაა მიმართული. ჯერჯერობით, ჩვენ ხელისუფლებისგან რეალური ეკონომიკური რესტარტის გეგმა არ მოგვისმენია და ჯერჯერობით, რა პრეზენტაციებიც ჩატარდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვთ ეფექტური. ისევ ტურიზმზე საუბრობენ. მოგეხსენებათ მისი გაცოცხლების პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამომდინარე ამ სტრესიდან. ასე რომ მე დღეს უფრო მაქვს მომავლის შფოთი, ვიდრე ოპერატიული მენეჯმენტის. კი ბატონო, გახარიამ დაამტკიცა, რომ ის არის კარგი კრიზის მენეჯერი, ხელისუფლებაში საუკეთესო კრიზის მენეჯერია ნამდვილად, მან ეს დაამტკიცა, მაგრამ გრძელვადიან თემებთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. აქამდე ჩვენ თუ გეგმა არა, საგზაო რუკა მაინც უნდა გვქონოდა, რა მეთოდებით აპირებს ხელისუფლება მოქმედებას და რა ტიპის ეკონომიკის მშენებლობას აპირებს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved