• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ აყოვნებს რეალურად უკრაინის დახმარებას? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:20 02-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,812
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ვინ აყოვნებს რეალურად უკრაინის დახმარებას?
———————————————————–
2023 წლის ნოემბერში მექსიკა-აშშ-ს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა 250 ათასმა ადამიანმა. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა 2022 წლის მაისს, 224 ათასი მიგრანტით. ამ რიცხვების ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმის გასააზრებლად, რა ხდება ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც უყოყმანოდ თანხმდებიან ერთ საკითხზე: – ამერიკის საზღვრებზე სრულიად უკონტროლო, კატასტროფული სიტუაციაა.
კონგრესის რესპუბლიკურმა ფრაქციამ მეორე ცდით მოახერხა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მდივანის, ალეხანდრო მაიორკას იმპიჩმენტი. მართალია, დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფი სენატი ამ იმპიჩმენტს არ დაამტკიცებს, მაგრამ ისტორიული პრეცედენტი მაინც შედგა; მაიორკასი პირველი მოქმედი ოფიციალური პირია სახელმწიფო კაბინეტიდან, რომელსაც კონგრესმა იმპიჩმენტი გაუკეთა. ყოფილი კუბელი ემიგრანტი, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში დაწინაურებული მაიორკასი აშკარად ვერ ახერხებს საზღვრის გაკონტროლებას. სიტუაცია პრაქტიკულად უმართავია. ქვეყანაში მილიონობით აღურიცხავი მიგრანტია შემოსული და არსებობს სრულიად ლეგიტიმური ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მასშტაბის დემოგრაფიული „ინექცია“ არსებითად შეცვლის არჩევნების შედეგებსაც.
ერთგვარად პარადოქსულია ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელებს ამუნათებენ უკრაინის და ისრაელის ფინანსური მხარდაჭერის შეყოვნებისათვის და აკრიტიკებენ მათ სიჯიუტეს საზღვართან დაკავშირებული საკითხის შესახებ; მაგრამ იმავდროულად, თვალს ხუჭავენ დემოკრატების ანალოგიურ სიჯიუტეზე, რომლებიც უარს ამბობენ საემიგრაციო პოლიტიკის რევიზიაზე. კონსენსუსი ვერ შედგება, თუ ორივე მხარემ არ დათმო; შესაბამისად, მხოლოდ ერთი მხარის კრიტიკა აბსურდულია.
სენატის დემოკრატები ადვილად მოურიგდნენ სენატის რესპუბლიკელებს და დაამტკიცეს უკრაინისათვის გათვალისწინებული ფინანსური ტრანში; მაგრამ მათი პათეტიკური ზარზეიმი სწრაფად გააქარწყლა კონგრესმა, სადაც კიდევ ერთ საინტერესო პარადოქსს ჰქონდა ადგილი. სენატის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ რესპუბლიკელთა რადიკალური ფრაქცია დაუპირისპირდა, არამედ დემოკრატთა რადიკალური ფრაქციებიც, კერძოდ „ლათინო-ამერიკელთა“ და ე.წ. „პროგრესულთა“ ფრაქციები. რადიკალი დემოკრატები თავიანთ სენატორ კოლეგებს რესპუბლიკელებთან გარიგებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ სენატის დემოკრატები ჩუმად ცდილობენ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
რადიკალები არ ცდებიან. ცენტრისტი დემოკრატები კარგად ხვდებიან, რომ საზღვრებზე ობიექტურად არის კატასტროფული სიტუაცია, რაც ეგზისტენციალურ რისკს უქმნის ამერიკის სახელმწიფოს და მართლაც ცდილობენ რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას. შესაბამისად, თუ ზემოთქმულს კარგად გავიაზრებთ, უკრაინის დახმარების დაყოვნება არა რესპუბლიკელი რადიკალების, არამედ დემოკრატი რადიკალების ბრალია. რადგან მათ საზღვართან დაკავშირებით არავითარ კონსენსუსზე წასვლა არ სურთ და ერთგვარ მძევლად ჰყავთ თავიანთი ცენტრისტი კოლეგები. რესპუბლიკელი რადიკალებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ რესპუბლიკელები ობიექტურად არსებული პრობლემის გამო არ თმობენ პოზიციას, დემოკრატები კი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლების დაკარგვა არ სურთ და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფრონტზე მათთვის მეორეხარისხოვანია.
ასეთია რეალური სიტუაცია, რისი კამუფლირებაც მარტივად ხდება რადიკალი რესპუბლიკელებისა და მათი ლიდერის დემონიზებით. მაგრამ, ამერიკელ ამომრჩეველთა როგორც კონსერვატიული სპექტრი, ასევე ცენტრისტი დემოკრატები სწორედ ამ ჭრილში ხედავენ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, რაც დიდი ალბათობით შესაბამისად დაფიქსირდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved