• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება – სასამართლომ ტრამპის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ალია ავტორი - ალია
20:59 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 25 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა ტრამპის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. სხდომას, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა, ნიუ იორკის სასამართლოში თავად ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა.

საუბარია დონალდ ტრამპის მიერ 2016 წელს დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ყოფილ პრეზიდენტს ბიზნესდოკუმენტების გაყალბებაში აქვს ბრალი წაყენებული.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა მოსამართლის გადაწყვეტილება „დიდ უსამართლობად“ შეაფასა.

თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის მიზანია არჩევნებში მისთვის ზიანის მიყენება, რადგან ის თავის მეტოქეს ბევრით წინ უსწრებს.

„ეს არ არის დანაშაული. ამ საქმის აღძვრა სამი წლის წინაც შეიძლებოდა. ეს საქმე არ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2016 წელს ტრამპის ადვოკატმა დენიელსს ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით მან ხარჯი იურიდიული მომსახურების ანაზღაურებად გაატარა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved